ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2021


უაზრობა

უკიდეგანოდ უაზროა ჩემი ცხოვრება,
უკიდეგანო უაზრობის მორევი მითრევს
და თუ კი ვინმე შეეცდება აქ აზრის პოვნას,
გამაათკვირვებს.

წუწუნი თითქოს არ მიყვარდა აქამდე, თითქოს
არც პრობლემებზე საუბარი იყო ჩემს სტილში,
მაგრამ ამდენმა უსახურმა აზრმა ჩემს ტილოს,
მოჰბანა პირი.

მინდა გაფრენა,მინდა ხვალე იმედით მეშვას!
მომეშვას ყველა დაძაბული კუნთის თრთოლვები.
აღარც გულს ჰქონდეს შესაქანად გზა და ამდენად
არ დავიღლები!

ოცნების სიმი შევუხამე სინდისს და გრძნობას.
ყველა აზრს მივეც სამუდამო ბილეთი არსით,
დამისხი დიდ ჭიქაში "დაიეტ კოლა"
და თამამად მიმაბარე მოუსავალში!

პოსტ სკრიპტუმ ვიტყვი, მე მაპატიეთ ჩემი განწყობა!
ჩემი ბრალია, თეორიულად ყველა ჩვენგანს გვაქვს არჩევანი!
ჩემი ბრალია ყველა ავნება სარკომები და მელანომა,
რაც სულს დავმართე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები