ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2021


ტარიელ გოგოჭურს

ტარიელ გოგოჭურს

როგორ ახლოა მეობარო  ხოდაბუნები,
და წაქცეული, წაქცეული ხეთა რიგები,
და ქარი-ქარი როგორც
სიმები
აწყვეტილი ბოლო არიას,
და ამ  ბორიას უთავბოლოს,მკაცრსა და თავხედს,
აღარაფერი აღარ მოაქვს
გულდასაწყვეტი ამბების გარდა.

და რაც ხდება
ხდება მხოლოდ განმარტოებით.
რომ მარტო კასცას წაექევა ჭერი, ჭერამი,
რომ მარტო კაცი ჩაუსაფრდება თოვას ლოდინით,
ასე ასი წლის,
რომ ატირდები ალუდაზე ასეთ ლოდინში.

ახლა ერთმანეთს დაველოდოთ,
მთამდე ბილიკია საცალფეხო,
როცა მიყვავის ხელისგულზე,
პალმა სოხუმის.

როცა ყველაფერი სიზმარია,
ან და აღარც ღირც სახსენებლად,
შენ ხომ ბილიკებს მიაგენი,
ყვავილებს დარგავ, იასამანს,
ქოთნებსაც სული შეუბერე.
(ქოთნებმა იმდენი იციან)
ავანთოთ კოცონის ათინათი,
დაე გამზეურდეს სულები,
და შენ რომ აღარ იქნები და
კოცონი შემორჩება სოფელს.

დამისხი, დამისხი ჭურა სახოს,
იქნებ ვენახებში გესტუმრო,
ცრემლი ვადინო დარდიანი,
აქ რამ მოგიყვანა მადლიანო.

ხუდაბუნები და ჭვავის ყანა,
როგორ ყველაფერი გვენატრება,
სული გველევა იფნებთან.
ასე თავხედური ნაპირები,
სქელი ტალღები და ვენახები,
ვრცელი დაბლობი უნახავი,
დაბლობზე ქარი წაქცეულა.

როცა ყველაფერი სიზმარია,
ან და აღარც ღირც სახსენებლად,
შენ ხომ ბილიკებს მიაგენი,
ყვავილებს დარგავ, იასამანს,
ქოთნებსაც სული შეუბერე.
(ქოთნებმა იმდენი იციან)
ავანთოთ კოცონის ათინათი,
დაე გამზეურდეს სულები,
და შენ რომ აღარ იქნები და
კოცონი შემორჩება სოფელს.

რაა სოფელი?!
ერთი ლოდის წინ გაგორება
და ბილიკები ნაფეხურებს მონატრებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები