ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2021


თევზის ტირილი

შენ გინახავს თევზის ტირილი,
გაბმული გვალვებისას?

როცა მწვერვალებს რძე უშრებათ, ტყეებს იჩეჩენ,
და დამშეული მდინარე სულს ღაფავს, ხავილით,
მდინარეს უჩანს გულის ფსკერზე ამოწვერილი,
ძუძუნაწოვი,  ნაფერები, თოთო ყვავილი...

თევზს რა ატირებს,
რა შიში კლავს,
რა მწუხარება,
მეც ხომ ვიტირებ
იმ ყვავილთან თუ კი გავივლი?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები