აგერ გაზაფხული ნორჩი ნორჩი როგორც ყმაწვილობა, მე კი მენატრება თოვლი, ხელში ჩამდნარი თოვლი.
ასე თოვლივით დაგიდნები, ვინღამ დამტოვოს მიწის ზემოთ, მეც იმ ძაღლივით ჩაგაკვდები, გზაზე რომ ვნახეთ გარდაცვლილი და ჩვენს ეზოში გადამალეთ, მიმოზებთან... ვეღარ გავიმეტეთ ტროტუარზე აზიზინდებაო მიმტკიცებდა.
გული ღრიალებს ზოზინით, გული ღრიალებს როგორც თერგი, ბანი კი,ბანი აღარ მესმის, მე ხომ სული ჩაგაბარე, მე ხომ თავი გაგიმეტე, არ დავაშრე წყარო. შეგიყვარე,შეგიყვარე, შენი გზები ვაბილიკე, ცრემლი ვღვარე ქარვის, ოთხივ კუთხის ქარები, ჩავიცვი და ვარიგე.
თვალებში მაქვს ქოთნები და ვეღარ დამრჩა წვეთი, ვეღარ დამრჩა წვეთი, მეასედ რომ მოვრწყა.
მანამ უნდა ვიარო, მანამ უნდა ვიმღერო, მანამ უნდა ვიკითხო, "შარიანი ლემადე"
გულწითელა შემოხვდა, გალეული გალობდა, ვერ წაქცეულ ბაღებში თვითონ იყო გული!
გულზე ზოზინ-ზოზინით, ხელში თვითონ ჩამაკვდა. აყვავილდა ბაღი და დამიდნა თოვლი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|