ჩემს პატარა შვილებს მეზობლის კატის კნუტი შემოეჩვია. ნაცრისფერი, ფართო მოწითალო ზოლებით, მეტად ხალისიანი და მოსიყვარულე. ბავშვები გამუდმებით ეთამაშებოდნენ ოთხფეხა მეგობარს, ისიც, ახლოს, ჩაუცუცქდებოდა, ზურგს ამოზნექდა, ფეხებზე გაეხახუნებოდა, მერე კალთაში მოკალათდებოდა და კრუტუნებდა ნებივრად თანდათან იზრდებოდა და ძლიერდებოდა ჩვენი ცაფა (ასე დავარქვით მას). თაგვების დაუძინებელი მტერი იყო და ხანდახან, სხვა უბნებიდან ,ახლობლებლები სტუმრად ეპატიჟებოდნენ ხოლმე. კარადის თავზე უყვარდა ახტომა, იქიდან დიდხანს ადევნებდა თვალს ბავშვების მხიარულებას.თუ ახლოს დაგიგულებდა, მოულოდნელად გადმოხტებოდა , შეიქმნებოდა ჟრიამული ბავშვებიც კისკისით ოთახებისკენ გარბოდნენ. იმას რომ კვება და განსაკუთრებული მოვლა ჰქონდა, მთელს საკატეთში, მსგავსი არავის ღირსებია, „გენაცვალე, რატომაც არ გაიზრდებოდა, მაგას რომ კვება აქვს, ისეთი ნეტა მე მომცაო“-წაიჭორავებდნენ ხოლმე, ჩუმად. ამიტომაც, გაიზარდა ძალიან დიდი, ბეწვი უელავდა და ბზინვარე გაუხდა. მთლად ვეფხის ბოკვერს დაემსგავსა.ზოგს-ციმბირული ჯიშის ეგონა, ზოგს-სიამის . აი, ახლა იწყება ის ამბავი, რაც დღემდე გამომყვა მწარედ და იგივე სიმძაფრით შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ერთ დღეს, მისაღებ ოთახში ,უეცრად, სამზარეულოდან ჩემი დისშვილის განწირული კივილი შემომესმა. შევვარდი და ვხედავ: ცაფა ბრჭალებით ნიკაპზე ჩამოჰკიდებია პატარა ნათიას. შეშფოთებულმა ჯოხს ხელი დავავლე და მთელი ძალით კატას ზურგზე გადავუჭირე კატას. ისიც, ელვის სისწრაფით გადახტა და თავს უშველა გაქცევით. ბავშვის დამშვიდებისთვის დიდი დრო დამჭირდა.ჭრილობა ჩამოვბანე, დავუმუშავე და დედასთან წავიყვანე. ჩემს დას ვთხოვე, რომ დაუყონებლივ მიემართა ექიმისთვის, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა დროულად დაწყებულიყო. მეორე დღეს, დავინახე ჩვენი კატა მობუზულიყო. ეტყობა განაწყენდა. ამდენი ნაფერები ,ჩემგან ასეთ სისასტიკეს არ ელოდა. თავი ჩამოექინდრა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ცოტა ხანში , ვხედავ პირიდან ნერწყვის დენაც გაუძლიერდა. აშკარა გახდა, რომ საქმე უკვე,საკმაოდ რთული და ყურადსაღები გახდა. უმნიშვნელოდ გადაადგილდებოდა და კვალსაც ტოვებდა დუჟის სახით. საჭმელზეც პირი აიკეტა. ვაიმე, ეს უკვე, აშკარად ცოფის ნიშნებიათქო და პირკატა მეცა.დავკარგე მოსვენება,ცუდად ვარ. ამივარდა თავის ტკივილები.მოსალოდნელმა საფრთხემ ძილი დამიფრთხო. თუ ჩამთვლემდა , კოშმარები ისევ მაღვიძებდა. დავყვებოდი კატის ნაკვალევს,ვწმენდდი, მდუღარე წყალს ვასხამდი, შემდეგ,სამედიცინო სპირტით ვამუშავებდი.თან, ვიცოდი, რომ, უაზროდ ვიბრძოდი. ამხელა ეზოს და ორსართულიან სახლს , აივნებიანს-რას გავსწვდებოდი, მაგრამ, მცირედი სიმშვიდის მოსაპოვებლად მაინც, ვაგრძელებდი ხოხვას ჩემი ატრიბუტებით. მოცემულ სიტუაციას ისიც ამძაფრებდა, რომ ცაფა აქტიურად თამაშობდა, ხოლმე, ჩვენს გერმანულ ავჩარკასთან, ჯიმისთან . მოკლედ, გამოსავალს ვერ ვპოულობდი. შუბლსაკრავ უფრო ძლიერ გავიჭირე, მაგრამ ტკივილს არაფერი შველოდა. ჩემს მდგომარეობას მეზობლებიც განიცდიდნენ, შორიდან შემომძახებდნენ, ხოლმე.ამბავს იგებდნენ.სამსახურიდანაც მირეკავდნენ,თანაგრძმობას მიცხადებდნე. რჩევებს მაძლევდნენ. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყო კატის ექიმთან წაყვანა და მისი შემოწმება. მაგრამ, რა გინდა, რომ ჰქნა? ვერ ვეკრებოდი, ასეთ მდგომარეობაში მყოფს ვერანაირად ვერ ვეხებოდი. ჩაემს დამხმარე ქალს შევეხვეწე:“ზინა, დღეს ,არაფრის გაგაკეთებინებ,ფულს მაინც გადაგიხდი, ოღონდ,კატა დაიჭირე და წაიყვანეთქო.ოღონდ,ახლა მიშველეთქო“ . ზინაც გულმოდგინედ დატრიალდა, მეზობლის ქალიც მოიხმარა და ცაფა თეთრ, ქათქათა ტილოს „ტომსიკაში“ მოვათავსეთ. ალაგ-ალაგ ნაჩვრეტებიც გამოვჭერით, კარგად რომ ესუნთქა და ზინაც გაუდგა გზას ექიმისკენ კატიანად. სული მოვითქვი, ერთბაშად ამოვისუნთქე, მოვეშვი, მოვწყდი .იმედის ნაპერწკალი ამენთო, მაგრამ ბედნიერებამ ცოტა ხანს გასტანა. ათი წუთის შემდეგ, ზინა სახლში დაბრუნდა ხელცარიელი: „კოშკა უბეჟალაო“. აი, უბედურებაც ამას ჰქვია.სადღა ვიპოვი, რაღას გავიგებ ცოფი ჰქონდა, თუარათქო, ჩავიკეცე და ტირილი დამეწყო. (გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კატა ქალივითაა, იცის შურისძიება კატა ქალივითაა, იცის შურისძიება
3. მე თუ წესიერი ბავშვი ვარ- ამ ამბავზე რა მაცინეებს :))) მე თუ წესიერი ბავშვი ვარ- ამ ამბავზე რა მაცინეებს :)))
2. მეგონა, რაღაც ძალიან მძიმესა და დრამატულს წავიკითხვადი. ალბათ იმედი მქონდა, რომ ცოფიანი არ აღმოჩნდებოდა და მერე გულს ამიჩუყებდა ამ ქალის თვითგვემა. მაგრამ რა გინდა, რომ გააკეთო? ვინ მომაწოდა სასურველი ლუკმები? :დდდდ მეგონა, რაღაც ძალიან მძიმესა და დრამატულს წავიკითხვადი. ალბათ იმედი მქონდა, რომ ცოფიანი არ აღმოჩნდებოდა და მერე გულს ამიჩუყებდა ამ ქალის თვითგვემა. მაგრამ რა გინდა, რომ გააკეთო? ვინ მომაწოდა სასურველი ლუკმები? :დდდდ
1. ძალიან ბევრი ვიცინე, თან, განვიცადე ასეთი დაძაბული
და რთული მდგომარეობა, მაგრამ, კადრები რომ წარმოვიდგინე , თავს ვეღარ ვიკავებდი.
მართალაც, გულიანი და დამსახურებული ხუთიანით შევაფასე ეს მოთხრობა. 555555555555 ძალიან ბევრი ვიცინე, თან, განვიცადე ასეთი დაძაბული
და რთული მდგომარეობა, მაგრამ, კადრები რომ წარმოვიდგინე , თავს ვეღარ ვიკავებდი.
მართალაც, გულიანი და დამსახურებული ხუთიანით შევაფასე ეს მოთხრობა. 555555555555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|