ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2021


ნ.კ

ნიკა კვესელავას

მალე ჩამოვალ სკან გოლვაფრო,მალე ჩამოვალ
და უსათუოდ სახლში დამხვდი,ანაც ჩიხებთან
სადაც გარკვევით აწერია ნომერი-რიცხვი,
სადაც დაფნაა,იფნებია,სადაც ვერხვები
იქ შემოგხვდები,გადაგეხვევი.

უნდა გიამბო  ამინდებზე,როგორ დამღალეს,
როგორ მაჯობეს ამინდებმა როცა ვერაფრით,
ვერ იცვლებიან,რადგან ამინდი უფრო რე მეტად
გულღიაა,გადაჭარბებით მეტად სანდოა.
იმდენად ნაღდი,ამინდს რომ აყვე,რას აღარ გიზამს.

მე  ჩემოდნიდან ამოქექილ, უღილო პალტოს,
გულდამწვარი,ცხელი მიხაკი უნდა მივაკრა,
უნდა გიმღერო ცხელ მინდორში
უნდა გიმღერო,
რომ დამაბერე უკანასკნელ მენავესავით
და უნაპირო,ლურჯი ზღვები  სქელი ტალღებით
რომ ჩამისაფრე ლოდინისგან დაღლილ თვალებში.

არაფერია აქ  შეცვლილი ჯანდაბა ყოფას,
ჯანდაბას ყველა პოეზია,წყალმა წაიღოს,
მაშინ როდესაც გულთმეინახეს გეძებ და გეძებ
და მაშინ როცა გაზაფხულის სხივი მაცვია
შიგნით თოვლია გაუკვალავი და ჭაობები.

როგორ მიყვარხარ მეგობარო,როგორ მიყვარხარ.
უსათუოდ ჩამოვალ მალე
და შენი  ხელით,გაშვერილი გამხდარი ხელით
ამბებს მიამბობ.

მე  ჩემოდნიდან ამოქექილ, უღილო პალტოს,
გულდამწვარი,ცხელი მიხაკი უნდა მივაკრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები