 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 8 მაისი, 2021 |
ჩემს ბავშვობისას გაგვრეკავდა შინიდან, ნენე, დღევანდელ წვიმას სილამაზე მოაქვსო თქვენთვის. -თმის კოჭებამდე გაზრდა მოაქვს, და ბრწყინვალება, ამ დღესო წვიმას ხმაში, ფერში ბაჯაღლო ერთვის.
და კისრისტეხით ვეშვებოდით მიდვრისკენ ყველა, წვიმა, მართლაცდა, მოდიოდა მინდორზე, როგორ... -ნახე, ჩემი თმა გაიზარდა... -ეე! ჩემი უფრო... -აბა ,შენ ჩემს თმას შემოხედე... -ვაა! ბრწყინავს, გოგო!...
ტერფამდე კაბით, თმაგაშლილი, ვხტოდი მინდორში, წვიმას ვუშვერდი თავს და ლოცვას ვამბობდი სწრაფად, თმა დამიგრძელა, გამიზარდა მაისის წვიმამ, მერე უეცრად დამიმოკლდა მუხლამდე კაბა.
აღარც ის კაბა, აღარც ნენე, არც ის მაისი, ჩემს თმასაც ახლა შემოდგომის სურნელი ეცა, თუმც, მთელი დღეა თმაგაშლილი დავდივარ მაინც და გაბუტული ვაცქერდები გამომშრალ ზეცას.
და ვმღერი გულში: "შვიდ მაისის წვიმაო, თმაო, კოჭამდინაო..."
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ნეტა ნულის უნიკალურობა თუ იცი?! ნეტა ნულის უნიკალურობა თუ იცი?!
10. მეც მიყვარს ეს ლექსი. მეც მიყვარს ეს ლექსი.
9. რა თბილი და სასიამოვნო ლექსია. რა თბილი და სასიამოვნო ლექსია.
8. ნეფერტარ, ხალხური შეხედულებაა, რომ 7 მაისის წვიმა სახეს ალამაზებს, თმებს ზრდის, არბილებს და ბრწყინვალებას ჰმატებს. მე ჩემი ნენეს ნაამბობით ვიცი. ყოველი 7 მაისის წვიმა ერთგვარი რიტუალი იყო ჩვენთვის.
მიხარია, რომ ეს სათუთი ლექსი-მოგონება თქვენც გეძვირფასებათ. ნეფერტარ, ხალხური შეხედულებაა, რომ 7 მაისის წვიმა სახეს ალამაზებს, თმებს ზრდის, არბილებს და ბრწყინვალებას ჰმატებს. მე ჩემი ნენეს ნაამბობით ვიცი. ყოველი 7 მაისის წვიმა ერთგვარი რიტუალი იყო ჩვენთვის.
მიხარია, რომ ეს სათუთი ლექსი-მოგონება თქვენც გეძვირფასებათ.
7. ლამაზია, სალბუნივითაა. ტარიელ ჭანტურიას ლექსი გამახსენდა 7 მაისის შხაპუნა წვიმაზე, ეტყობა რაღაც განსაკუთრებული აქვს ამ შვიდ მაისს, რაიმე ლეგენდაა?
5.
ლამაზია, სალბუნივითაა. ტარიელ ჭანტურიას ლექსი გამახსენდა 7 მაისის შხაპუნა წვიმაზე, ეტყობა რაღაც განსაკუთრებული აქვს ამ შვიდ მაისს, რაიმე ლეგენდაა?
5.
6. სასიამოვნო ლექსია. სასიამოვნო ლექსია.
5. თბილი, ტკბილი ლექსი თბილი, ტკბილი ლექსი
4. იმედია მზეთამზე ქალი ხარ და არა ქურდი... იმედია მზეთამზე ქალი ხარ და არა ქურდი...
3. მომწონს, როგორც ყოველთვის :) და ისე ნაცნობი და სევდიანია ეს განწყობა.... მომწონს, როგორც ყოველთვის :) და ისე ნაცნობი და სევდიანია ეს განწყობა....
1. სასიამოვნო წასაკითხია.<3 სასიამოვნო წასაკითხია.<3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|