ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2021


ყვავის სიმღერა



სანაპიროზე
მტრედი არა და არც თოლია,
მზის ჩასვლას ყვავი უმღეროდა,
-უსამშობლო  ბოშა.
ხმახრინწიანი,
სევდიანად აპობდა ტალღებს,
ღმერთს პასუხს სთხოვდა.

შემოეხვია მზეს თავისი თბილი ხელები
და ყვავს თვალიდან ულოკავდა მდუღარე ცრემლებს.

მერე ნიავმა ფრთა შეასხა ბაბუაწვერას,
მერე ნიავი ტაშს უკრავდა ბაბუაწვერებს.

თვლემდა ხორშაკი,
კანს აცლიდა ქვიშიან ნაპირს
და კენჭებამდე გაუხეშდა
ქვიშის ხავერდი.

ყვავი კი იდგა,
ყელი მზისკენ წამოეწია,
სამადლობელო მისამღერი უთხრა  ყვავური:

მზეო, იძინე, იძინე,
ამოეფარე გორას,
ზღვა საბნად შემოიკეცე,
ქარი არ იშლის ქროლას,
არ გადაგხადოს საფარი,
არ მიგითვალოს ტოლად...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები