ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2021


ბებო

ბებო იდგა ფანჯარასთან,
კითხულობდა ლიოსას,
როგორ გაგვიჭაღარავდა,
როგორ ჰგავდა სიოსა,
მახსოვს, ქვემო მაღაროდან-
მაჩხაანში დაჰქროდა,
გათენება უხაროდა,
შეღამებას ნაღვლობდა,
ბებო კოხტა ქალი იყო,
გრძელ წარბ-წამწამ-თითება,
დრო არ ჰქონდა საქილიკოდ,
სათქმელს მუდამ ითმენდა,
ბებოს გიშრის ნაწნავები
და თვალები-ლიცლიცა,
თურმე ბიჭებს აწვალებდა,
განა მათთვის იცლიდა,
ბებო შეჰყვა ფანჯარასთან
„ცუდი გოგოს ოინებს“...
როგორ გაგვიჭაღარავდა,
„უქმროდ რამ არონია“,
მახსოვს, ქვემო მაღაროდან-
მაჩხაანში დაჰქროდა,
გათენება უხაროდა,
შეღამებას ნაღვლობდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები