ვარდობისთვეშიც, თურმე, ალუბლები ტირიან, ალუბლებივით ავტირდები, მაისის ლექსით წახველ და რა უფლებით, ქარიშხლის დროს არ ტოვებენ კაპიტნები გემბანს, .რომელიც, სავსეა გაწვიმებით, მწიფე თავთავებით, სიზმრებით . ასახდენით. აღარც, ნუგეშია და აღარც რამ, იმედი. იარე სიჩუმით და სიჩუმით წახვედი ასე, არ უნდა მიდიოდნენ კაპიტნები. კაპიტნები არ უნდა მიდიოდნენ, ასე. შენ ,ხომ ხნულებში მზეებს გაგვიფენდი, ახლა, ხომალდია სიჩუმით სავსე. ყელში ბურთგაჩრილი დგანან იუნგები... ძნელია, ღუზა სუსტი მკლავით აიტანონ... ზღვიდან უკომპასოდ მიცურავს გემი ღრუბლებში. მშვიდობით , ჩემო კაპიტანო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გაიხარე ავტორო! გაიხარე ავტორო!
7. მიყვარდა.საოცარი ლექსია მიყვარდა.საოცარი ლექსია
5. დიდ პატივს ვცემდი, განსაკუთრებით, შენი გადმოცემით, ფისო.
მართლაც, კაპიტანი იყო.
მადლობა, ამ ლექსისათვის. დიდ პატივს ვცემდი, განსაკუთრებით, შენი გადმოცემით, ფისო.
მართლაც, კაპიტანი იყო.
მადლობა, ამ ლექსისათვის.
4. გმადლობთ, ძვირფასებო. დიდი სიცარიელე დაგვიტოვა მისმა გარდაცვალებამ. გმადლობთ, ძვირფასებო. დიდი სიცარიელე დაგვიტოვა მისმა გარდაცვალებამ.
3. დიდებული ადამიანი, პერსონა, ლექსი. დიდებული ადამიანი, პერსონა, ლექსი.
2. +5!
დიდებული მთარგმნელი იყო ბატონი ალექსანდრე, მრავალი პოეტური მთარგმნელობითი შედევრის ავტორი. დასანანია, მისი ნაადრევი გარდაცვალება. +5!
დიდებული მთარგმნელი იყო ბატონი ალექსანდრე, მრავალი პოეტური მთარგმნელობითი შედევრის ავტორი. დასანანია, მისი ნაადრევი გარდაცვალება.
1. მშვიდობით, შეხვედრამდე ♥️ მშვიდობით, შეხვედრამდე ♥️
|
|
მონაცემები არ არის |
|
|