| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 9 ივნისი, 2021 |
ქეშო პირველად ჩხუბში ვნახე, შორით „რასხოდო“, ისეთი ეშხით დაიძახა, ყველა გაჩერდა... ქეშო სან-ზონის სახე იყო, ხანაც რაფსოდი, ხანაც მამაო, ხანაც გიჟი, ხშირად ვამჩნევდი, ჩუმად, თავისთვის ბუტბუტებდა: „მამაო ჩვენოს“, ხან „კრისტალბეთში“ ალალ ბედზე ბილეთებს წერდა, ხან კოტესავით იძახოდა: „ჩეჩენ ვეჩენო“, ქეშოს თვალებში ხშირად ედგა უძირო სევდა. თავად ქეშო კი, „ბესეტკასთან“ იდგა ბიჭებთან, უცქერდა გუბეს, ვინძლო, მთვარის რხევას და ლიცლიცს, დღემდე არ ვიცი ან სიხარულს რა ანიჭებდა, ან ტკივილისთვის სიცილის ჟამს როგორ იცლიდა? წითელ მარლბოროს ეწეოდა, სამედიცინო სპირტს აზავებდა კოლაში და სვამდა საცხობთან, მერე მეტყოდა, მოვიხევი, შენ კი იცინე, იქნება ქეშოც სამომავლო გეგმებს აწყობდა? ქეშოსთან ერთად ვეწეოდი და ვახველებდი, მიყვარდა მასთან მოსაწევის გახვევ-შეხვევა... ერთხელაც ქეშო არ გამოჩნდა, მგონი, თელეთის თუ შავნაბადას მონასტერში შემხვდა შემთხვევით. ქეშოს ისეთი სახე ჰქონდა, ერთხანს შევშინდი, ქეშოს ისეთი მზერა ჰქონდა, ახლადმონათლულ პატარას რომ აქვს, უნებლიედ წყლისკენ მომართულ მზერაზე ვამბობ, ქეშომ მკითხა: აბა, მეშვიდე კორპუსის ამბებს მოყვები თუ თავად გიამბო, რომ უკვე აქ ვარ, რაც ვერ მხედავ, კვირა-შვიდივე, მოდი და გულით წავიკითხოთ ერთი იამბი... ...თქვენ არაფერი გეშველებათ, ისევ იგივე, ნეხვში იქნებით, დამიჯერე, ნუ გეცინება, ახლა წადი და თან წაიღე შენი ეჭვები... ვერ მივატოვე დალევა და ლანძღვა-გინება, მაგრამ ერთხელაც რომელიმეს გადავეჩვევი. ქეშო მას მერე არ უნახავს თითქმის არავის, იქნებ გინება მიატოვა საწყალმა მხოლოდ? ჭორი სიმართლედ გადაიქცა და შემზარავი რამე გავიგე, თურმე ქეშო ცეროზით მოკვდა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. „ქეშოს“ ხსოვნას 5
„ქეშოს“ ხსოვნას 5
4. თქვენს კომენტარებში არ სჩანს ასოები, მე კიდევ შამპოლიონი და ქრისტე არა ვარ, დერვიში ვარ :)) ს არა ხ მოგწერეთ, ხ-შ-ირი, მოკლედ, კარგია, რომ მოგწონთ, მადლობელი ვარ <3 თქვენს კომენტარებში არ სჩანს ასოები, მე კიდევ შამპოლიონი და ქრისტე არა ვარ, დერვიში ვარ :)) ს არა ხ მოგწერეთ, ხ-შ-ირი, მოკლედ, კარგია, რომ მოგწონთ, მადლობელი ვარ <3
3. Ჭ _ ს ვერაფრიᲗ ვიგულისხმებდი : )
ᲨეიᲫლება ასეც იყოს , მაგრამ Ჩემს ირგვლივ რამოდენიმეა ასეᲗი . მიᲗუმეტეს ისეᲗი სახეები არიან , მკვეᲗრად Ჩანან და სი ხხხხ Შირის ᲨᲗაბეᲭდილებასაც ამიტომ ტოვებენ : )
წარმატებები . ლექსი მომეწონა Ჭ _ ს ვერაფრიᲗ ვიგულისხმებდი : )
ᲨეიᲫლება ასეც იყოს , მაგრამ Ჩემს ირგვლივ რამოდენიმეა ასეᲗი . მიᲗუმეტეს ისეᲗი სახეები არიან , მკვეᲗრად Ჩანან და სი ხხხხ Შირის ᲨᲗაბეᲭდილებასაც ამიტომ ტოვებენ : )
წარმატებები . ლექსი მომეწონა
2. მერწმუნეთ თუ ხ და ირის შორის შ ასო იგულისხმეთ, ხშირი კი არა, იშვიათი სახეა :) მერწმუნეთ თუ ხ და ირის შორის შ ასო იგულისხმეთ, ხშირი კი არა, იშვიათი სახეა :)
1. ხᲨირი და რეალური სახე . კარგადაა გადმოცემული ხᲨირი და რეალური სახე . კარგადაა გადმოცემული
|
|
მონაცემები არ არის |
|
|