 | ავტორი: აგლაია ჟანრი: პოეზია 15 ივნისი, 2021 |
ადამიანები თვლიან , რომ ბედნიერი ვარ.
სახლიდან ყოველი გასვლისას ვიღებ ფერად ბუშტებს და თმაში ვიმაგრებ ბოლოებზე განასკვული ლენტებით. თავად ვღებავ ბუშტებს სხვადასხვა ფერად. თავდაპირველად ყველა თეთრია.
ნიჟარებს ვაგროვებ ქუჩა-ქუჩა, მივიდებ ყურზე და ვისმენ თქვენს მღელვარებას. რაზე არ წუხხართ, ხოლმე თქვენც... ვის აგარაკი უყიდია, ვინ სამოგზაუროდ წასულა, ვის საყვარელი გაუჩენია, ვის ულვაში მოუპარსავს... განა რა ჩვენი საქმე ესაა, მაგრამ მაინც ვუსმენ თქვენს ხმაურსა და მძვინვარებას გზა-გზა ნაპოვნი ნიჟარებით და აღარაფერი მაკვირვებს გარდა ნიჟარის უცნაური ფორმისა. ვუყურებ და ვცდილობ გავარკვიო, რა ძალამ მოაქცია მთელი ქვეყნის მღელვარება ამ ერთ ციდა ხვეულაში...
მთელი ცხოვრებაა ცურვას ვსწავლობ: ხან ზურგზე ვწვები, ხან მუცელზე, ხან ბაყაყს ვემსგავსები და ხან ძაღლს, მაგრამ რად გინდა- საკუთარი თავიდან ვერ გამოვცურე.
მერე მამაჩემი? რანაირი იყო- ღმერთივით შავი, კაცივით წმინდა... მესტვირე იყო მამაჩემი, კი არ უკრავდა, დააწყობდა თითებს საკრავზე , ათამაშებდა სულჩაუბერლად. და იღვრებოდა მელოდია საწყალობელი... მესმოდა მხოლოდ მე დაკვრის ხმა - არ მიჭამია თეთრი გველი, ღმერთმანი, მაშინ. და როცა სული ჩაუბერა სტვირს , მამაჩემმა შეწყდა სიმღერა, გამიწყალდა გულში მერცხალი.
უმღერებელი სიმღერები, დაუწერელი ლექსები, დაუხატავი ნახატები უცეკვებელი ცეკვები, მოუქარგავი ტილოები, გაუჩენელი ჩვილები, ჩემს ერთ ნიჟარაში მოვაგროვე ყველას გულის სათქმელს ვიგონებ, ზღვაო, ნაპირთან დამიტოვე, მოკითხვად, ნიჟარების ვაგონი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გმადლობთ, ლელა. გმადლობთ, ლელა.
8. შთამბეჭდავია შთამბეჭდავია
7. არ მიკვირს. :) არ მიკვირს. :)
6. გულწრფელი არ ვიქნები, რო ვთქვა მომეწონათქო. გულწრფელი არ ვიქნები, რო ვთქვა მომეწონათქო.
4. მონოლოგსა ჰგავს, სპექტაკლიდან. მონოლოგსა ჰგავს, სპექტაკლიდან.
3. ქალბატონო მზია, მადლობა ამ კითხვისთვის. ველოდი ყურადღებიანი მკითხველისგან ამ შეკითხვას, სიმართლე გითხრათ. "ღმერთივით შავი" " კაცივით წმინდა" ერთგვარ ოქსიმორონადაა წარმოჩენილი. არც ღმერთი არის ე.წ. "შავი" და არც კაცია "წმინდა".
"ვაგონს" რაც შეეხება, ვფიქრობ ორგანულად შეერწყა ფინალს. ეს ჩემი, როგორც ავტორის ხედვით. თუმცა ცხადია, მკითხველს სრული უფლება აქვს სხვაგვარად დაინახოს.
ქალბატონო მზია, მადლობა ამ კითხვისთვის. ველოდი ყურადღებიანი მკითხველისგან ამ შეკითხვას, სიმართლე გითხრათ. "ღმერთივით შავი" " კაცივით წმინდა" ერთგვარ ოქსიმორონადაა წარმოჩენილი. არც ღმერთი არის ე.წ. "შავი" და არც კაცია "წმინდა".
"ვაგონს" რაც შეეხება, ვფიქრობ ორგანულად შეერწყა ფინალს. ეს ჩემი, როგორც ავტორის ხედვით. თუმცა ცხადია, მკითხველს სრული უფლება აქვს სხვაგვარად დაინახოს.
2. ეს ლექსი იმსახურებს მოწონებას და ქულებს, თუმცა, სიტყვა „ვაგონით“ დასრულება მეუხეშა. მაგრამ მთავარი, რის გამოც არ ვაძლევ ქულებს, არის გამონათქვამი „ღმერთივით შავი“. ჩემთვის, ცხოვრებაში ,ღმერთი პირველ ადგილზეა. მე რომ ძლიერი რწმენა არ მქონდეს, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ბევრი უკიდურესობა გავიარე. მაინტერესებს, რას გულისხმობს ავტორი ამ სიტყვებით
ეს ლექსი იმსახურებს მოწონებას და ქულებს, თუმცა, სიტყვა „ვაგონით“ დასრულება მეუხეშა. მაგრამ მთავარი, რის გამოც არ ვაძლევ ქულებს, არის გამონათქვამი „ღმერთივით შავი“. ჩემთვის, ცხოვრებაში ,ღმერთი პირველ ადგილზეა. მე რომ ძლიერი რწმენა არ მქონდეს, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ბევრი უკიდურესობა გავიარე. მაინტერესებს, რას გულისხმობს ავტორი ამ სიტყვებით
1. საინტერესოა . აუცილებლად კიდევ წავიკიᲗხავ . საინტერესოა . აუცილებლად კიდევ წავიკიᲗხავ .
|
|
მონაცემები არ არის |
|
|