ჭაში ჩაქცეული მელანია, ჩვენი უდროო ნაუბარი, როგორ დამიბერდი სიყვარულო, ატმის ბაღებივით.
ცოლებს პოეტები აქვრივებენ, ხომ წაგიმღერია მეგრულად, ფირცხალავა და წალენჯიხა, გადავივიწყე.დავიმარხე. როცა ომების ქვეყანაა, ამინდი მხოლოდ ამინდები, ჩვენი უთავბოლო რეისები, ზოგჯერ არცერთი არ ამართლებს, ხელის დაქნევა ორივე.
აქ რომ ყვავილებმა იყვავილა, აქ რომ მინდორ- ველი გადავთიბეთ, აქ რომ წყარო ვსვით ცრმელიანად, თიბათისთვესაც გეფიცები სახლების სუნია ხელები.
როცა ქალაქში იკარგები, ზაფხულშიც პალტოთი და სქელი ჯიბით, დოჩანაშვილი და კონიაკი მუდამ მეგზური და მაცდური. ქალაქში ნისლია სიყვარულო ქალაქში მტვერია სიყვარულო ტროლეიბუსია სიყვარულო ბავშვებია და ბებერი კაპელდინრებია სიყვარულო.
`გამარჯობა კლარა,როგორახართ? ჩემი გზა მგონი აქით მიდის.`
ჭაში ჩაქცეული მელანია, ჩვენი უდროო ნაუბარი, როგორ დამიბერდი სიყვარულო, ატმის ბაღებივით.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|