| ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პოეზია 25 ივნისი, 2021 |
მგზავრო, მიამბე ჩემი პატრონის, სოფლად ამოსვლას რად აგვიანებს? ხავსი მოედო ჭიშკარს და ცის კარს! წვიმებმა სახლი დააზიანეს! ეს პური იმან გამომიგზავნა? გემრიელია, მისი სუნი აქვს! რამეს უჩივის? მალე ჩამოვა? რას ჩამოყვება, ქარებს თუ ნიავს? დავრბივარ, ბალახს თათებით ვთელავ, რომ დაემგვანოს ეზო ნაფერებს, კრამიტი ასძვრა გუშინწინ ოდას, ღობეც იქცევა, ვინ გაამთელებს? ვუცდი და ვიცი, იმან ეს იცის, შორს ყოფნით ალბათ როგორ წუხდება! მე კი ვყეფ, ყეფა უხდება ეზოს, მაგრამ კაცის ხმა უფრო უხდება. მაგრამ ვაი თუ აღარ ვახსოვარ, არც ეზო ახსოვს და აღარც სახლი, და არც სიზმარში არ ესიზმრება, მარტოობაზე მყეფარე ძაღლი! დღეს მიხარია, მის ძმაკაცს ვხედავ! მწყინს, ისიც ლურსმავს სახლის დარაბებს. ,,ლომავ, როგორ ხარ? - მე მეუბნება. - არ გინდა პატრონს გალაპარაკებ?“ ტელეფონსა რთავს, მისი ხმა მესმის, ხმა, რასაც თურმე როგორ ვნატრულობ! ,,ლომავ, სადა ხარ? - ტირის და ყვირის, - ერთი სული მაქვს რომ გინახულო!“ ნაწყენი ჩუმად ვუსმენ, ის ყვირის: . ,,ლომო, როგორ ხარ, რამე გადარდებს?!“ მე ვუღრენ, ვბრაზობ: ძაღლი ვარ ძაღლი, ლომი არა ვარ, ძაღლად ჩამაგდე! არ დაამგვანო სახლი ნასახლარს, ეზოში უცხომ არ იბატონოს! თუ შენ წახვედი, თუ სხვა წავიდა, ამ მიწას მაშინ ვინ უპატრონოს?! მე ვუყეფ, ის კი ვგრძნობ როგორ ტირის, ახლა, მეც ვტირი, ცრემლიც მაცვივა, ავხედე თურმე ძმაკაციც ტირის, ვკანკალებთ, თუმცა არც ერთს არ გვცივა. ტელეფონს თიშავს, სახლისკენ მიდის, ჩურჩულებს, ძაღლმა როგორ მაჯობოს, დააღო ყველა კარი, ფანჯარა, და მე მიყვირის, - ლომავ, მადლობო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სევდიანი რეალობა ლამაზ ლექსად,5 სევდიანი რეალობა ლამაზ ლექსად,5
4. სევდიანი რეალობა ლამაზ ლექსად,5 სევდიანი რეალობა ლამაზ ლექსად,5
3. "ზებულონი" გამახსენდა. :( "ზებულონი" გამახსენდა. :(
2. ძალიან კარგია, ამ სევდიან ამბავს რა გემრიელდ წერ. ლომა ძაღლის სახელი, მოდაშია ალბად, ჩემს ნაცნობებსაც ჰყავთ.
ძალიან კარგია, ამ სევდიან ამბავს რა გემრიელდ წერ. ლომა ძაღლის სახელი, მოდაშია ალბად, ჩემს ნაცნობებსაც ჰყავთ.
1. სევდიანია, პირველი სტროფიდანვე.. ბაბუის ოდას რომ მოგანატრებს და კიდევ უფრო მეტ სურვილს მოგგვრის, რომ “ახვიდე” და გულში ჩაიკრა, რაც დარჩა მისგან.. :( სევდიანია, პირველი სტროფიდანვე.. ბაბუის ოდას რომ მოგანატრებს და კიდევ უფრო მეტ სურვილს მოგგვრის, რომ “ახვიდე” და გულში ჩაიკრა, რაც დარჩა მისგან.. :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|