*** მე ძლიერ გვიან მომიტანეს ჩემი ამბავი, როგორც ბარათი,ან დეპეშა, თუნდაც სალამი, მივიწყებული,გადასული ფერი დრო-ჟამი, როგორაც სკივრი უძირო და უშინაარსო, მაშინ როდესაც თაროებზე დიდხანს ცხოვრობდი, გელანდებოდა მომცრო ყუთი ისევ ჭიშკართან, როგორც პასუხი დიაგნოზზე,*ახლა მივდივარ* მაშინ როდესაც თოლიებმა ფრენა ისწავლეს, და ჩვენ კი ომის,ომის მეტი სხვა რაღა გვექნა. მე ეს ომი,ამ ქვეყნიდან ვისწავლე თორემ იმქვეყნიური ფსალმუნივით ვდგავარ არქივი, სადაც უბრალოდ სიტყვებია,აბრა,ბროშურა, ხიდი,მანძილი და სოხუმი ,სოხუმს არც ვჩივი.. სოხუმს არ ვჩივი რადგან ჭადრებად გადაგიდგები ერთი ობოლი და შენ დაგრჩდილავ, მე კელასურის* ნაპირებზე ამოზრდილი ვარ და დაგასვენებ,ასე დაღლილს,ასე უმიწოს. მე მოგიყვები იმ ხიდების გემოს,ამინდსაც და იმ მგზავრებზეც მოგიყვები,დღეში რომ სამჯერ უდგანან სიკვდილს,ბრუნდებიან და ამის მერეც ისევ მიდიან.გვტოვებენ მაინც და ბრუნდებიან. მე მოგიყვები შენ იმ ზღვებზე,როცა ნაპირი, მომლოდინეა ნაფეხურის ძლიერ ზამთარში, და მაშინ როგორ,როგორ ტირის ამ უნაპირო ზღვასთან ახლოს გამხმარ ხესთან ჩიტი უდედო, რომელიც წეღან ჩამოაგდეს რუსულ სიმღერით. სადაც მწერლები,იხრჩობოდნენ ისე უსიტყვოდ... მე მოგიყვები უკაცრიელ ბაქანზე დგომას, ოჩამჩირეზეც კი მოგიყვები, მაგრამ ვერ ვიტყვი სამშობლოზე,საქართველოზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|