ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 ივლისი, 2021


გადმოხრა

ღვთიური განგებით, ადამიანთა გამრავლებისა თუ კაცობრიობის არსებობის შეუცვლელი საწინდარი მხოლოდ და მხოლოდ ქალ-ვაჟურ ურთიერთობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობისგან გადახრილი ვერცერთი ადამიანი ვერ იქნებოდა ცოცხალი, თუ მათი მშობლებიც ამ ურთიერთობისგან გადახრილნი იქნებოდნენ. ეს კანონზომიერება ცოცხალ ადამიანებს, საკუთარი თავის გარდა, ღრმად გვაფიქრებს წინაპართა მართლზომიერებაზე და იმ დიდ პასუხისმგებლობაზეც, რომელიც გაგვაჩნია მათ მიმართაც, ვინც მომავალში გაცოცხლდება ისე, როგორც ჩვენ გავცოცხლდით (დავიბადეთ). ვიბადებით, ვფიქრობთ, ვაცნობიერებთ და ვიზრდებით სულიერადაც, როგორც მომზადებული იმქვეყნიური შვილები. ეს გადაჯაჭვულობა ნათლად გვაუწყებს, რომ ფიზიკურად გადახრილთა მკველობა ჩვენი სულიერების მკვლელობაცაა, რაც ანადგურებს კაცობრიობის ურთიერთკავშირს. სულიერება მოითხოვს არა იმას, რომ მოკლა ისედაც სიკვდილისკენ მიმართული ფიზიკურად გადახრილნი ან მოუკლა მათ იმის აღქმის უნარი, რომ მათმიერი თავნებობა კლავს კაცობრიობას ფიზიკურადა და სულიერად, არამედ იმას, რომ შენი კეთილი ძალისხმევით მათი აზროვნება როგორმე სიცოცხლითობისკენ წარიმართოს. თუ რამე შეგვიძლია, ეს მოვახერხოთ როგორმე, სხვა ხერხებით ჩვენ გვერთმევა ადამიანური შესაძლებლობები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები