ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2021


***

***
შენ ხომ იცი,ახლა გეძებ,
როგორც უწინ აისში.
როგორც იმდენ წვიმაში.
აჰა ჩემი აკვანი,
ჩემი მრუდე ხელი.
აიყვანე,მარწიე,
ღიღინ ღიღინ ღიღინით
მეც ჩაგაკვდე იქნება.
მეც მოგიკვდე იქნება.
შენ ხომ იცი...
როგორ ვვარდებით  კულისებში ცხელი ვარდებით,
და ვენარცხებით მოტრფიალე ფარდებს,აივნებს.
და ჩვენი თვალი მჯდომიარე მორყეულ სკამზე
როგორც უცხოებს,როგორც ქვეყანას,
ისე უყურებს.
ისე მრცხვენია
ისე მრცხვენია..
ჩვენ უდროო დროს წაგვაქციეს,როგორც ხეები,
ჩვენ უდრო დროს დაგვამღერეს წასვლის,არ ყოფნის.
ჩვენ უდროო დროს მოგვინელეს პასუხი ერთი
აღარ მოსულა..
აღარ მოსულა რადგან თავები,
ჩვენ დავარიგეთ დარბბაზებში,ტრიალ მინდორში,
ხალხი კი ხალხი,გვისმენდა და უკრავდა ხელებს,
რა თეატრი,რა კულისი,ყაყან-ყაყანი,
სახლებიდაც გაგვაგდებენ,ასე მგონია.
შენ ხომ იცი...
დაბნელებაა ეს ცხოვრება როგორაც ლექსი,
უშნო საღამო,კატები და გაფრენები,
გათენებამდე  ვინახულებ ჩემს ძველ სიყვარულს,
ღამით კი ღამით,დაიშალეთ,როგორ გენებოთ.
შენ ხომ იცი...
  ვეღარ ვიტან ამ ზარის რეკვას,
ზარის რეკვები მახსენებენ და მაგონებენ,
თითქოს და მოვკვდი.
ისედაც ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები