დიდი ხანია არ მინახავს ზღვების ხმაური, დიდი ხანია ჩაიძირა პრამი,პონტონი, და მე კი როგორც ბოლო მგზავრი,მგზავრი პლეიტი ამათ ვაცილებ. დიდი ხანია არ მინახავს ბოშა ქალები, ან როგორ ,როგორ მკითხაობენ ხელზე,ქვიშაზე, დიდი ხანია არ მინახავს კაცი ჭენებით და ის ცხენებიც არ მინახავს,რომ აჭენებდნენ სადღაც შორიდან,პრიმოსკიდან და პირველ რიგში ჩვენი ჩრდილები ყველგან იყო,ჩვენი ტირიფი, როგორც საზღვარი,როგორც ქვეყანა არ გვშორდებოდა. დიდი ხანია არ მომიპარავს საზამთროები, და ფეხშიშველსაც არ მირბენია სააფხაზოში, ჩვენ ჩვენი ტყვია მოვიხვედრეთ როცა ვბედავდით, როცა გვიყვარდა ეს ზღვები და ოკეანები. ჩვენ-ჩვენ წილი მოვიხვედრეთ როცა ვბედავდით, და ღამ-ღამობით ვისხედით და ვუსმენდით მზეებს, გათენებამდე ცხელ ქვიშაზე წავიმღერებდით: "А Вот ты море А Вот ты солнышко" ყური მიუგდე და იმღერე რომ ეს ტალღები. სახლის დევნაა და წასვლები,სხვა არაფერი, რომ ეს ზღვებიც საიდუმლოა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ქ-ნ , მოგისმენ სიამოვნებით და გულისყურით,ინდივიდუალური იქნებ არც არის რამე აქ?ეს ლექსი დაიწერა ბათუმში ყოფნის დროს,როცა იმდენ ჭრელ ქოლგებს და ხალხს ვუყურებდი და მე სოხუმის და პრიმოსკის ნაპირზე ველაპარაკებოდი მეგობარ.
ესაა და ეს. :) ქ-ნ , მოგისმენ სიამოვნებით და გულისყურით,ინდივიდუალური იქნებ არც არის რამე აქ?ეს ლექსი დაიწერა ბათუმში ყოფნის დროს,როცა იმდენ ჭრელ ქოლგებს და ხალხს ვუყურებდი და მე სოხუმის და პრიმოსკის ნაპირზე ველაპარაკებოდი მეგობარ.
ესაა და ეს. :)
2. აი ეს აკადემიური ᲨენიᲨვნები გაატარე და მიიᲦე Ჩემგან დიიიდი მოწონება . აი ეს აკადემიური ᲨენიᲨვნები გაატარე და მიიᲦე Ჩემგან დიიიდი მოწონება .
1. მეტისმეტად დასამუშავებელია. იმდენი ინდივიდუალური ინფორმაციაა, მკითხველი, ყოველ შემთხვევაში , მე დეკოდირებას უბრალოდ, ვერ ახერხებს რომ თუნდაც ესთეტიკის დაბალ ზღვრამდე მიაღწიოს მეტისმეტად დასამუშავებელია. იმდენი ინდივიდუალური ინფორმაციაა, მკითხველი, ყოველ შემთხვევაში , მე დეკოდირებას უბრალოდ, ვერ ახერხებს რომ თუნდაც ესთეტიკის დაბალ ზღვრამდე მიაღწიოს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|