| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 4 აგვისტო, 2021 |
ყველა მდინარე დაშრება. თოვლიც იქცევა მიწადა. დაიჟანგება დაშნები. იცადე. არავის ეშხზე იარო. გათელე შენი ბილიკი. წარსული იმგლოვიარე. მომავალი კი- პირიქით. ლექსი კოცნაში გაცვალე. ღმერთივით ჩუმად იყავი. იყავი იფქლის მარცვალი. ღვარძლზე მოყევი იგავი. მოიგე ყველა კონკურსი. წინანდალი და ლიტერა. ძილი წაართვი პროკრუსტეს. ქარონი გადაიმტერე. შენი ლექსები გაყიდე. იყიდე ერთი კოლოფი შავი მარლბორო-დახლიდან. ტყვიის დახლამდე ორჭოფობ. წვიმაში გადი უქოლგოდ. ღრუბელს ფერი აქვს მოქარვო. მთვარის გობელენს ნუ ქარგავ. მზის გობელენი მოქარგე. ხანდახან ლუდიც დალიე. ხანაც მოწიე ჯელატო. მთვრალი დაუხვდი ალიონს. ისე, რომ აღარ ღელავდე. ყველა მდინარე დაშრება. თოვლიც იქცევა მიწადა. დაიჟანგება დაშნები. იცადე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|