მოდი ვიმღეროთ მეგობარო,სხვა არაფერი! მოდი ვიმღეროთ, და ჩვენი ყველა თითო სურვილი,- ზვინად ვაქციოთ.
რომ არასოდეს,არასოდეს აღარ შევხვდებით, რომ ჩვენი თითო იმედებით ვეშვებით ჭაში და ვემსგავსებით დასაჭკნობად მზადმყოფ ვერხვებს, ბიენალებს და მედონსეებს.
რომ არასოდეს არ დადგება ის გაზაფხული, ჩვენ ჩვენს სახლებში გამოგვკეტონ,როგორც სანგრებში, და სხვები,სხვები დაათრევდნენ ჩემოდნით აისს, და სხვები,სხვები მზის სხივებით იკრავდნენ ღილებს, რომ ვერ უკრავდეს ეს ქუჩები და მეეზოვეც, სახლისკენ ისევ ბრუნდეს,ისევ ნატკენი...
მოდი ვიმღეროთ, ფესვებჩამდგარი,ყოვლისმცოდნე ჩვენი თვალებით. მოდი ვიმღეროთ, როგორ ვგავართ ნაადრევად გაქცეულ გიჟებს, როგორ ვგავართ სურამის ჰავას,სახლებს და თოვას, სამჯერ როდესაც დავწექით და სული მოვითქვით, და სამივეჯერ რომც სურამში ვეღარ "ვივარგეთ". ბუნიაობის მთელი ამბები, ჩვენი ტირილი და მოთქმა: Ахматова не продается, Не продается Пастернак. რაღა გასულა იმის მერე, თავი კი თითქოს დავაღწიეთ, პირქუში მთებიდან ამოცლილი, მარმარილოსავით გავიყინეთ.
ვიმღეროთ,ვიმღეროთ მეგობარო, უკანასკნელი ცხოვრება და ეს ლექსები, თითქოს და თეატრს,ჭადრის ხეებს,აბრას,ბროშურას, თან გაატანე: ჩემი სუნთქვა,ნაბიჯი,ექო.
როგორც ატანენ უკანასკნელს სალბუნებს, ვარდებს, გვეგებებიან ვრცელი ამბით,მოკლე კოცნებით, დიდი ხანია აღარ მჯერა ხიდიდან ვარდნის, დიდი ხანია ასე ვცხოვრობ,ასე ოცნებით.
ეჰ ,ასე როგორ დამიბერდა ჩემი პაოლო, რომ ძეგლად ქცეულს,გაყინულს და ამ ტიციანს, ჩვენ რომ ყურს ვუგდებთ მათ საუბრებს და გაციებულ რიონისპირას გადავდივართ როგორც ნიჟარა.
იქნებ ვიმღეროთ მეგობარო რომ ღამ-ღამობით ხმის გახლეჩვამდე გავიძახით: Ахматова не продается, Не продается Пастернак.
მოდი ვიმღეროთ მეგობარო,სხვა არაფერი! მოდი ვიმღეროთ, და ჩვენი ყველა თითო სურვილი,- ზვინად ვაქციოთ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია, მომეწონა. განწყობა მოიტანა.კარგი შესრულებაა. კარგია, მომეწონა. განწყობა მოიტანა.კარგი შესრულებაა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|