ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2021


თუთას

ჩვენ ავაშენებთ ერთ ორთვილს,
დაე ემსგავსოს ჩვენს სამშობლოს,
ჩვენს და ჩვენიანს,
თანაც ნესტიანს!
ჩვენ რომ ერთხელაც ჩავიცვით და მოვიზომეთ,
ჩვენ რომ მის მერე არასოდეს არ გაგვიხდია,
და ვიმეორებ,
რომ არასოდეს!
რომ არასოდეს!

ჩვენ ავაშენებთ მტკაველ ორთვილს ტირიფის ბაღში,
და აღარაფერი იქნება იქ,
გარდა სიბერის,
გარდა სტუმრების,
გარდა კატების,
დაბრძენებულნი,
დაღონებულნი ეს ტირიფები,
მიწას დალევენ პეშვებიდან.

გამოისხამენ ტბებისხელა ჩვენივე დარდებს კვირტების ნაცვლად,
ზუსტად იმ ტმების,
ჩვენ, რომ ერთხელაც გადავცურეთ უნიჩბო ნავით.
ჩვენ, რომ ჯიუტად თავს ვიხრჩობდით იმავე ნავში.
ჩვენ, სადაც ერთხელ დავდეთ
ფიცი,უტეხი ფიცი.
მზის ჩასვლისას ვანთოთ კოცონი
და ეს სულები ვამზეუროთ,ჩვენი სულები,
თანაც ვიღიმოთ გულამოსკვნით,რომ ამ სიბერეს,
როგორც ჭორფლებს ცხვირის წვერზე,ისე ვხედავდით,
როგორც მიწა,თავის ნაყოფს ისე ვუვლიდით
ჩვენს სიყმაწვილეს.

გულის ჯიბიდან ამოვიღოთ თხელი კრებული,
გულის ჯიბიდან მოვიშოროთ ეს ტიტები და ჩაპლინები,
ყური არ ვუგდოთ იმათ ყაყანს,
შორით გდებულებს,
ყური არ ვუგდოთ,აჰა ხელკავი,
ჩემი ხელკავი.
*ოცდამეერთეს ვიცვამ პალატას,
ოცდამეორე სხვაგან გამხადეს*

ჩვენ ავაშენოთ ეს ორთვილი,
დაე ემსგავსოს ჩვენს და ჩვენიანს,
თანაც ნესტიანს!
მე ვიცი როგორ დაიშლება,ანაც დაშლიან,
სიბერის მერე ზუსტად იქვე გამოგვაკეთონ,
გამოგვაკეთონ და დაგვაწვინონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები