ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2008


ძველი დღიურიდან

ძველი დღიურიდან

და კიდევ ერთი წერტილი შენთან-
ერთი დუმილის სამაგიერო,
ასეთი როლი, ჩემს ფრთებს რომ თენთავს,
სადამდე უნდა ვანსახიერო,
სადამდე... როლებს მიწუნებს სცენა,
(აღტაცებებიც წლებმა წალეკა),
და ჩემი სულის მკლავს ფოთოლცვენა
და სუნთქვა ზარის- ხვალ რომ დარეკავს
და წასვლის მძიმე ნაბიჯებს მამცნობს...
შენ კი დამრჩები გაუშლელ კარტად,
ფოთლის დარდივიც მდუმარე კაცო,
ნუ ამიცრემლებ იმედის ხატებს
მოოჭვილს არც თუ ძვირფასი ქვებით
მაგრამ ჩემსავით ნაზს და დარდიანს;
მე დღეს ბებერი ხესავით ვხმები
და, ზეცას ვჩუქნი, რაც მაბადია,
და აღარ ვიცი, რითი ვუშველო
ამ ნამრუდისფერ ურთიერთობას,
გამიჭირდება, ვიცი, უშენოდ,
ვიცი და მიტომ აღარ მეთმობი
ფოთლის დარდივით მდუმარე კაცო...
შენი როლები მაბნევს და მთენთავს,
ნუთუ თვალები არაფერს გამცნობს,
ნუთუ არ გესმის ჩურჩული ხეთა?
ამ წერტილებსაც გაუძლებს გული
და, ბოლოს, თვალის ღრმულები გაგვცემს
ჩვენ- ყურადღებას მოკლებულ სურებს,
თქვენ- ფოთლის დარდით ავსებულ კაცებს.

1997.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები