ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2021


ასი წლის მერე

***
ასი წელია მიუგნელია ჩვენი ბუნაგი,
ასი წელია ამ ბუნაგში ტკბილ თაფლებს ვწოვთ გამოსაზამთრებლად,
ასი წელია გვცივა.
ღმერთმაც არ იცის როგორ ვცხოვრობთ,
როგორ გვტკივა,
როგორ ვიღიმით..
ასი  წლის წინათ წავედით და ვერ მოგვინელეს,
ასი წლის თავზეც მეხივით ვართ,(ბოლო გავარდნა)
ჩვენ ხომ გავვარდით ხელებიდან,როგორც გვმშვენოდა,
როცა ვიგრძენით სისხლძარღვებში,ამღვრეულ ტვინში პალატ-ბაქნები,
და როცა ჩვევად გადაგვექცა წოლა-გაფრენა,მაშინ დავბრძენდით!
მაშინვე დავწვით ეს წიგნები,თხელი წიგნები,
და ავტორებიც მაშინ დავწვით დამერწმუნები.
მაგრამ ის ხალხი
სულ სხვანაირად გადაფრინდა,როგორც ჩიტები,
როგორც ჩიტები გარიყული,გულმოკლული თავის ეზოში,
რომ ვერასოდეს ვერ გაიგებ,რომელია შენში მოკლული,
ის დარჩენილი,გულმოკლული ჩიტის ბარტყები,
ის დარჩენილი,მარტო კაცი,
წვერები რომ ღიღინ-ღიღინ ვერ მოუპარსავს,
აღარც რადიოჰანგები გაჟღერებულა.
ასი წლის მერე მოვბრუნდებით,
ასი წლის მერეც,
ისევ ისეთად:
თითებიდან გვდიოდეს სისხლი,
სახეებიდან მირონი და ნიაღვრები.
როგორც ფესვები ამოზრდილი მუხის ყლორტიდან,
ჭეჭეთობისას*გადაუწვიათ.
მე კი დამჭირდა თუნდაც ის ხე,
მონიშნული,მიჩნეული,
შესასახლებლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები