ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2021


* * *

მამაჩემო,
კლდეებზე მხტუნავ ჯიხვად რომ გამზარდე,
გესწავლებინა  აკვარიუმის
თევზად ყოფნა.

ჩავიგუბებდი პირში წყალს,
შევჭამდი - პატრონის ხარჯზე
და პატრონის გემოვნება  გახდებოდა ჩემიც .

გამოვიხედებოდი აკვარიუმის შუშებიდან
და  აკვარიუმის შუშები გახდებოდა ჩემი ზღვა.

აღარასოდეს მომინდებოდა
მეჭამა სხვა საკვები,
მყოლოდა სხვა პატრონი
და მეცხოვრა სხვაგან.

ახლა რომელ  აკვარიუმში ჩავეტიო?
როგორ ვაქციო ეს რქა ლაყუჩებად?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები