ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
3 მარტი, 2009


გიო უცნაური ბავშვია

ამ ბოლო დროს უცანურ ავტობუსებს დავყვები. იმ ავტობუსებს პატარა გიომ ერთხელ, რომ დამიხატა და მერე ავტობუსი, ავტობუსიო მთელი წელი ჩაიხვია. გიო უცნაური ბავშვია და ამიტომაც მომწონს.
ხო, მე საერთოდ უცნაური რაცაა ის მიზიდავს, გიჟი ხარო მეუბნებიან, ხოდა მეც იმ გიჯურ ავტობუსებს დავყვები.
ერთხელ ლურჯი ავტობუსი მაჩუქა და ზედ რატომრაც სარეცხი ჩამოკიდა, თუ გამოფინა. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. წარმოიდგინე გაქანებულ ავტობისზე ფერადი სარეცხი. მაგარია არა? თან ასე მითხრა: ,,ეს ავტობუსი, ავტობუსია... მგელი... ავტობუსი”.  გიო სულ მასე ლაპარაკობს. ერთ ან ორ სიტყვას ამოიჩემებს და რაღაცეებს მიყვება. თან თავის დიდ თვალებს უფრო მეტად გააფართოვებს, ხელის გულებს უცნაურად გამომიშვერს და მოყოლას იწყებს.
,,მგელი, ავტობუსი, მგელი” და ასე, უთავბოლოდ გრძელდება.


******

გუშინ გიო ვნახე. Gგაზდლიდა. ხო, ჩემს გარდა ყველა იზდება. სასაცილო იყო, ძალიან სასაცილო. მე ისევ ფერადი კეტებით და ჯინსებით მივბოდიალობდი, ის კიდევ დიდი ბიჭივით... ანუ დიდი ბიჭივით იგივეა რაც: ფეხსაცმლით, ეგრედ წოდებული სოლიდური შარვლითა და ასევე, მეტად გამოყვანილი პიჯაკის მსგავსი მოსაცმელით გაეძრო. აუუ, როგორ გამეცინააააა.

******
ავტობუსი მოვიდა და მეც იმას გავყევი. იქ კიდევ  ჩემი ძველი კლასელი ვნახე. ისე რატომ ძველი? კლასელი რა ან რომ წაუკლასელებენ ისეთი კლასელი. ხოდა, რაღაც სისულელები გავიხსენეთ. მერე მეგობარმა დამირეკა და ბოლოს ისე მოხდა, რომ მე ოპერაში აღმოვჩნდი. ცოტახანში გავიხედე და ერთ-ერთი ლოჟიდან ,,ბინოკლით” მომარჯვებული შუა ანტრაქტის დროს  ეს ძვირფასი კლასელი ვიღაცეებს ათვალიერებდა. მეც მეტი რა მინდოდა, ვიცოდი სასაცილო რამე მოხდებოდა. პრინციპში უკვე სასაცილო იყო სკოლაში ,,ემინემს” თუ ვიღაც ,,ჩოზოს”  უსმენდა და ტიროდა ,,რამანწიჩნიე ისტორიები” მახსენდებაო. ეხლა კიდევ ოპერაში იჯდა და ვითომ დიდი გულისყურით რამეს ისმენდა, არადა...
გიოც შემოვიდა. იქ რა უნდოდა მე რა ვიცი, მაგრამ ბავშვურად გაიბოდიალა, რაღაცას ფეხიც წამოკრა და მერე გაქრა.

***
აუუუუ რაღა დღეს ჩავიცვი ეს კეტები რაააა. არა, ისე მე რა ვიცოდი აქ თუ მოვხვდებოდი? (ჩემი წითელი კეტებით ვიდექი და ვბუზღუნებდი, ნუ ისე როგორც ვიცი ხოლმე)

*****
სიტუაცია მეორე ანტრაქტის დროს:
ისევ იგივე ლოჟა, მოკლასელო კლასელი და გიო.

-- ვაიმე ვგიჟდები ოპერაზე.
-- ...
-- სულ აი ძაან ქუულია ეს ნუ რა ქვია? ჟუანი? თუ ეს დონ რა შუაშია. ჰუჰ (უხერხულად ჩაიცინა რა)
-- ...
-- ვგიჟდები შენნაირ იდუმალ ბიჭებზე, ხოდა ... (ამდროს ეტყობა ვიღაც დაინახა და თავისი ,,ბინოკლით” ლამის გადმოვარდა. გიო უღიმოდა და ხმას არ სცემდა. მე კიდევ ისეთ ადგილას ვიდექი ვერ მხედავდნენ და კარგად ვხალისობდი)
-- ხოდა... (ხოდა იყო, ერთი შემოხედვა და გიო გაქრა. ჭეე-კლასელ-მოკლასელო რეპის ფანი კი თეატრში  უცხო სხეულივით დარჩა).

*****
სპექტაკლმა გმადლობთ კარგად ჩაიარა. რეპი არავის ჩაურთია. ასე, რომ გრძნობებად და ცრემლებად ღვრაც არ ყოფილა.
უკვე ქუჩაში მეგობრებთან ერთად მივბოდიალობდი. თან კაი ნასიამოვნები. ორ წარმოდგენას ერთად ვუყურე და. ამ დროს ვირაც  მომვარდა, მაგრად ჩამეხუტა ,,ავტობუსი, ავტობუსი, მგელი, გახსოვარ”? და ისევ გავარდა.

****
ხომ ვამბობ გიო უცნაური ბავშვია. ძალიან უცნაური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები