ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
18 ოქტომბერი, 2021


William Shakespeare – Sonnet XLVII (47)

უილიამ შექსპირი - სონეტი XLVII (47) –  თარგმნა ოთარ ცისკაძემ

გულმა და თვალმა გადაწყვიტეს შეკავშირება,
ხშირად ვუყურებ ერთმანეთთან მოსიარულეთ,
როცა თვალს შენი სახის ნახვა ძლიერ შივდება
და იგუდება ოხვრით გული მოსიყვარულე,

შენი სურათის ცქერით იკრებს თვალი  საფანელს,
გულსაც მოუხმობს სასეიროდ და შენს არშიყად,
შემდეგში გული თვალს აჩვენებს ძვირფას სავანეს,
გაუზიარებს სიყვარულის უტკბეს ხვაშიადს.

შენი სურათის მზერით, ანდა ჩემი ტრფიალით,
დაშორებულიც იმყოფები მუდამ მახლობლად,
სად გამექცევი, ვერ შევიძლო იქ ხეტიალი,
ფიქრით მოგაგნებ ნებისმიერ სამოსახლოსთან.

რულმორეულსაც მელანდება შენი სახება,
გულს აღვიძებს და თვალთან ერთად ისიც განცხრება.

18 ოქტომბერი, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხს. დღე, 2021 წ.



ორიგინალი იხილეთ აქ:

www.nosweatshakespeare.com/sonnets/47/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები