ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2021


დამარხული სიმღერა

რატომ არ მიმღერი ქალაქო,
რატომ გამიხდი ჩუმი?
როცა შენთან შევაფარე,
ჩემი განდევნილი სული.
ჩემი მარტო სული.
აღმართ-აღმართ ავლილი,
ჩვენი დოდოს ჯიხური,
რომ ვამსგავსეთ სამშობლოს.
თორემ ხომ იცი იყო,
მთელი რეისი ცხელი,
ჩაიხანა და ბუტკები,
და, დაჟანგული მანძილი.

ასეთი რა ცოდვა ჩაიცვი ან,
ასეთს რა სიყვარულს გაუძელი?!
გახსოვს, როგორ გეხვეოდი,
გვირილებით მიწიდან,
რა ფესვმა არ მარწია და
მიწვნია და ვწოლილვარ.
ხანაც ბაგრატს ვღიღინებდით,
კოჭლები და ყრუები,
სადმე უცნობს ვნახავდით და
შემოვიქუთაისებდით.
შემოვიქართველებდით.

ტერენტ-ტერენტ-ტერენტით,
ჩვევებს ავიკიდებდით,
სადმე ზურაბს ვნახავდით და
როგორ ვიბედნიერებთ?!

ჩვენთან ასე არის, -
დაკარგული სამოთხე,
დაკარგული მგზავრების
გულისცემა ვაგონის.
ან ხეებმაც რაღა ქნან,
ტირიან და ტირიან,
ან ზურმუხტებს ვინ აცლის,
ჭრიან, ჭრიან, ჭრიჭინებს.

ჩემო, ჩემო რახანია,
რახანია დამკარგე,
რახანია ავად ვართ,
მიცკევიჩი, ცვაიგი.
ჩემო, ჩემო ქალაქო,
ნაზურმუხტისმოფერო,
ეცემიან კლდეები,
ეცემიან სახლები,
ეცემიან მზეებიც,
ეცემიან მგონია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები