ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2009


დონჟუანი ბიბილოთი



ჩამორჩა მამალი,
დედალმა მანძილი
მეზობლის ფარდულამდე
რა მალე გალია!
ქორების ენაზე შეიგინა
და გამოეკიდა
მამალი ვარიებს.

გაასწრეს ვარიებმაც,
შეჩერდა მამალი.
“ჰაიტ.შენ,ჩემო თავო,
წუხელ ვისკით გაბრუებულო,
ამ დილას ორნახად ნასვამო,
ერთი წიკვინელა-წივწიველა
ვარიის გულისთვის
შეიძლება,ციხეში ჩაგსვანო!”

მამლის გულში
იფეთქა სიამაყემ
და გაქრა სევდა.
ღმერთი ახსენა,
ბიბილო მოიფხანა,
თვალები დააკვესა
და ისევ გამოენთო დედალს.

და,აი,შედეგიც:
სიამოვნებისგან გაბზარული
გულის მოსარჩენად
დედალმა პიტნისა და
თავშავას ნახარში-
უებარი წამალი დალია.
ხოლო მეორე დღეს
ურებუსო ლაპარაკით
და რევერანსებით
შეურიგდა მამალი ვარიებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები