| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 26 ოქტომბერი, 2021 |
შენთვის ვწერ ახლა, დარდს რომ ჰყავხარ სახლში ტუსაღად, ნუგეშის თვალით რომ კითხულობ ლექსის სტრიქონებს... დარდი ყოველთვის მძიმეა და თანაც უსახო, ისე ნამდვილი, რომ ვერაფრით გამოიგონებ! შენთვის ვწერ ახლა, ეს ლექსი რომ შენი გგონია, თვითმხილველივით ხომ აღვწერე შენი სიზმრები... ვიცი, შენს გულში რომ დაიწყებს უკვე ფორიაქს განცდა, ლექსებით უეცარი გამოფხიზლების... შენთვის ვწერ ახლა, რომ მომყვები მრავალწერტილთან, ჩემს სტრიქონში რომ დაბოლთაობ კარით კარამდე... ნაბედნიერი დღეებიც ხომ მანამ გეტკინა, ვიდრე შენს ასაკს შენ თვითონვე მოიპარავდი... შენთვის ვწერ ახლა, ლექსს სახლივით რომ შეეფარე, სულის მოთქმის და "სხვად ქცევის" რომ მოგცა უფლება. არ მიუხურო დარაბები წვიმით სველ ფარდებს, ამ ლექსს ფანჯრებში თავსხმა წვიმა უფრო უხდება... შენთვის ვწერ ახლა, რომ ვერ გხედავ ასე ხილულად, მხოლოდ ლექსი რომ გვაკავშირებს ციურ სიხშირით. მერე რა მოხდა, თუ ჩაგვთვალა ყოფამ ბითურად, მოდი, ლექსებით დავიპუროთ სულის შიმშილი... 25.10.21
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვუერთდები საერთო პათოსს, ნამდვილად კარგია. ვუერთდები საერთო პათოსს, ნამდვილად კარგია.
4. მეც ვისიამოვნე თანანა... მეც ვისიამოვნე თანანა...
3. მადლობა ჯონათან, უნდა ინატრო შენნაირი მკითხველი, გულში გაელვება ხარ! ლექსმა თქვა, თუ ჯონათანს ვეამე, ფრიად კმაყოფილი ვარო... :) <3 მადლობა ჯონათან, უნდა ინატრო შენნაირი მკითხველი, გულში გაელვება ხარ! ლექსმა თქვა, თუ ჯონათანს ვეამე, ფრიად კმაყოფილი ვარო... :) <3
2. ძაან კარგად იცის იმან ( არსთაგამრიგემ) , ვის რა უნდა მისცეს- შენ სათქმელ ლექსებს თანანა იტყვისო და დამტოვა ასე :)
როგორ მეამა ამ ლექსის თავსხმა წვიმა <3
ძაან კარგად იცის იმან ( არსთაგამრიგემ) , ვის რა უნდა მისცეს- შენ სათქმელ ლექსებს თანანა იტყვისო და დამტოვა ასე :)
როგორ მეამა ამ ლექსის თავსხმა წვიმა <3
1. მართლა ჩემად აღვიქვი. მადლობა. მართლა ჩემად აღვიქვი. მადლობა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|