ბროწეული მიყვარს მეთქი და მზის ამოსვლამდე ამდგარა,ტანთ ჩაუცვამს და ტყეში წასულა. წასვლამდე ღუმელი დაუნთია და ჩაიდანიც შემოუდგამს. მალე უნდა მოვიდეს,სანამ ძალიან მომენატრება. მალე მოვიდეს. ზღურბლზე დატოვოს ტყიდან მოტანილი ტალახიანი ფეხსაცმელი და ბროწეულები მაგიდაზე დაყაროს. წითლები,ხასხასები,მისი ხელით დაკრეფილები.მისი თბილი ხელებით. ზოგიც გადახლეჩილი..ზოგიც ვარდისფერი.. თბილი წყლით ხელები დავაბანინო და შევუმშრალო...დავუკოცნო.. პიტნიანი ჩაიც გავუკეთო. ლიმნის ნამცხვარიც. მის წინ დავჯდე და ვუყურო როგორ ჭამს. როგორ მიყურებს და იღიმის. როგორ მიყურებს. და იღიმის. მიყურებს. და იღიმის. სულ სხვა მზეებია მის თვალებში. სულ სხვა. მზეები. სინათლეები. ბროწეულები. მალე უნდა მოვიდეს. ბროწეულების მკრეფავი ბიჭი. სულ მალე. მზეო,ამოდი,ამოდი......