ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2021


***

***

ზიხარ და ამბობ,რომ შორია ამ ფანჯრებიდან,
ამ აივნიდან,ფარდებიდან, -ძველი ამბები,
როგორ წაიღეს გაზაფხული დარაბებიდან,
როგორ მოგვპარეს.
როგორც ჟურნალებს გაყიდიან ვიწრო დასტებში,
რომ აფთიაქში ვადაგასულ აბებს ვღებულობ.

ასე ვარ თითქმის,დამიჯერე სახელი‐რიცხვი,
შეყოვნებები,სიყვარული,ძაღლების ყეფა,
გაჩერებები,მოხუცები,კილომეტრები
და ხეივნები,ტირიფები,უწყლო ხიდები.
მე ქალაქები გადაგისხი სისხლის მაგივრად,
და ასე გავხდი ყველას ნერწყვი,ყველას ნაწნავი.

შენ გადაყურებ იმ ვრცელ მინდვრებს,მინდვრებს ხორბლების,
როგორ ეცემათ მზის სხივები პირს რომ იბანენ,
მე ოლეანდრე,ამოზრდილი სულ სხვა მხარეში,
ვინახავ სიტკბოს უნეტარესს,სიტკბოს დედების.
ჩიტის აფრენას ყურმიდგმული მათი დედები,
ჩიტის ცრემლებში ჩაყოლილი მთელი სამყარო.

__________

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები