ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2021


წამის სახვა

ისე რა დღეების მდინარებას
განსმდგომის თვალით ვაკვირდები.
ახლა ყველა გრძნობა მძინარეა,
განცდებგამორთული საყვირებით...
ხეებს კანდამზრალი კორძები აქვთ,
მაინც ისიზმრებენ ფოთლის შრიალს.
უსურვილობაშიც მოგძებნიდი,
პოვნაც ხომ დაკარგვის თამაშია...
გარეთ ხმაჩახლეჩით მღერის ქარი,
ფირზე ჩაიხვია ვისოცკიმაც...
ფიქრი საფიქრალით შევიკალი,
წამის სახვა დარჩა იმ კოცნიდან...
ვსხედვართ მე და ჩემი წარმოსახვა,
ვიქმნით სიყვარულის ილუზიას.
დღეს თუ არა, სადმე, წამო რა ხვალ,
მერე რა, გარეთ თუ მინუსია....
        07.12.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები