ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2021


,,რაფერ ვეტყვი ნუმოგაქო?,,

,,დღეს მუა.
მომენატრა. ვითომ რაია ერი თვეი, მარა ძაან მომენატრა
ჩემი გაზდილი რომაა  ქე მიფასეფს. ბაღნობიდან სუსტი იყო. რამდენი ღამე გუუთენე სიცხიანს. რაფერ მიბრახუნებდა გული. რაფერ მეშინოდა ცაში  არ გაფრენილიყო. აგენი არცერთი არ ახსოვს, მარა რომ წამეიზარდა მერე ყოლისფერს იხსენებს. სტუნდეტობას ჭადის ფქილს და მოხარშულ  წაბლს რომ მიგზანიდიო, ვიჩინას და ჭყინტ ყველს რა დამავიწყებსო, მაშინ სხვაი გემო ქონდაო ყოლისფერსო. გუშხამ  ჩემი მოქსოვილი გეტრები მომიტანა და მაჩვენა. კი იყო გაცვეთილი, აბა რა იქნებოდა, მარა შუუნახია. გამიხარდა მეტი რაი? კარქათ კი ისწავლა და კაი ციცაც კი იყო,  მარა გადეეკიდა იმ უვარგის კაძახს და ეერია ცხოვრება. ქია ახლა მარტუა. არც ქმარი, არც შვილი, არც ძირი. ბევრი განერვიანეო. ჰო, კი მასეა. რამდონეთი მაქ ნადარდი და ნატირალი. რამდონეთი. მუა დღეს. პენსიას როვარც ეიღებს მუა.
ისთოვლე მომიტანს ერ ნაჭერ ნაპოლიონს, ერ შუს და პაწა ბოთლით ლიმონათს. რაფერ ვეტყვი ნუ მოგაქო?,,
ფიქრობდა პატარა ოდა-სახლის დუშაღის ქვეშ კუშეტკაზე წამოწოლილი თეოლინა
ჭიშკრის გაჭრაჭუნების ხმა რომ  შემოესმა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ რომ ძლივს წამოდგა.
,,კარ ვარგა აი სიბერე, მარა აი სიკტილიც რომ არ უნდა არიკაცს? ეჰ,,
ციცო იყო. თერთმეტი წლით უმცროსი ციცო, თეოლინას ოთხმოცდა სამი  წლის და.
- რაფერ ხარ, თეოლინაო და კუშეტკაზე ისიც ჩამოჯდა.
- ე! გეიხედე რაფერი კიტრებია! -
დაუფარავი სიამაყით თქვა თეოლინამ.
- გადამრევ მე  შენ! გექნება, აბა არ გექნება, სულ ბახჩაში ხარ?!
ა, ნაპოლიონი, შუი და ერი პაწა ბოთლი ლიმონათი მოგიტანე.
- გეიხარე, ციცუნია, მადლობა.
მეიცა სეინს გამევიტან.
თეოლინამ თეფში, ჭიქები და ხელსახოცი გამოიტანა.
კუშეტკის კიდეზე აქეთ და იქით მოხუცი დები ისხდნენ. მათ შუა კი,  ხელსახოცზე თეფში იდო, თეფშზე ნამცხვრები, წინ, ტაბურეტზე, ორ ჭიქაში ლიმონათი ესხა.
ცოტახანს ისაუბრეს.
ციცომ რამდენჯერმე დახედა ნამცხვარს და  ნერწყვიც  გადაყლაპა.
თეოლინამ ნამცხვრისკენ წაიღო ხელი და უცებ:
- უი! ა, ციცო! კაღამ არ დამავიწყტა?
- რაი, თეოლინა?
- კიდომ ვიყაი ექიმთან და ჯერემ არაო
- რაი არაო?
- ტკპილს არ გეეკარო ჯერემო.
ასე რომე მოგიწია მარტუა ჭამა -
  ისევ ისე  იცრუა თეოლინამ, როგორც გასული თვეების პენსიის დღეს.
- ა! ისთოვლე მარტუა ვჭამო?
- რა მოხთა მერე, ჭამე აბა რაი?
- კაი, აბა, შევჭამ.
  ციცო  მადიანად შეექცეოდა ნამცხვარს და დროდადრო  ლიმონათსაც აყოლებდა.
თეოლინა  უმცროს დას უცქერდა:
,,ბაღნობაშიც უყვარდა ტკპილი. რაფერ ვეტყვი ნუ მოგაქო?
იმ თვეში ნეტა თუ დავხთები?
  ლიმონათი ვიცი კაია, მარა  აი ნაპოლიონი თუა ნეტა  გემრიელი?,,


მერაბ ჩხაიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები