ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2021


საახალწლო სამახსოვრო

 
საიტის ყველა წევრს, ადმინისტრაციას, გამორჩეულად ნ-ი-კ-ი-ს ვულოცავ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიყვარულს კარგ შემოსავალს და ბედნიერებას!

        საახალწლო სამახსოვრო

დაფლითეს წლები მომხდურებმა  ჟამთასვლის გზაზე,
რა ცოდვის კალოც გვალეწინეს გვახსოვს და ვიცით,
მამა-პაპათა ნაღიღინარს, ჩვენც ვმღერით ნამღერს,
,,ო, ლილე! ლილე! ლილე და-ი“! - ჩვენი არს ფიცი.
მაინც შემოვრჩით ეპოქების აკუწულ ფურცლებს,
მაინც დავატყვეთ ნაჭდევები კაცობრიობას,
მზე ჩადიოდა თუმცა ჩვენთვის ძალიან უცებ,
მაგრამ უჩვენოდ არასოდეს ამოდიოდა.
ასე იქნება ამის შემდგომ, მუდამ და მარად,
და მტკიცედ ვიტყვით :  ,,არა სიკვდილს! არა ომის ხატს“!-
მამულისათვის უანგაროდ ვიდგებით ფარად,
თავისუფლებას, მოვკვდებით და მაინც მოვიტანთ.
ჩვენ ვართ ქართველნი და ერი ვართ  უთვალსაჩინო,
სხვის ნასუფრალზე არ ვყოფილვართ ღამის მთეველნი,
ჩვენმა მარჯვენამ ჩვენი შრომით უნდა გვარჩინოს,
,,ოფლითა ჩვენით“ მოვიპოვოთ სასუფეველი;       



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები