ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2022


გამზრდელ დედას

დედაჩემო

ნახე,მოსულა დედაჩემო ხანგრძლივი ყოფნა,
ხანგრძლივი ყოფნა,ცივი ხელი,ცივი ზამთარი,
ლივლივა ტბორებს წაუღიათ ხმელი ფოთლები,
როგორაც გული,ჩემი გული დამძიმებული.

რომ მე გავყევი იმ ვაგონებს,-უცხოს ხელები,
(შემოდგომისას როგორ ჰგავდნენ მოყინულ იებს)
და მეგობრები და პოეტები ხველებ-ხველებით,
მიმაცილებდნენ ლიანდაგზე,უცხო შუქებში.

მაგრამ რა იცი ჩემი გულის მინდვრის ამბები,
როგორ ეცემა დაჭრილივით ზამთრის მოპირულს,
როგორ ხმიანობას.

________________

ჩემო ხატივით დედავ,
არყის ხესავით სევდიანო
შენ რომ მზის სხივს მაცმევდი
რტოთა შარიშურებით,
"სხვისი შვილის იავნანას"
როგორ ტკბილად მღეროდი,
როგორ ტკბილად არწევდი და
სხვისას შემოიყვარულებდი.

საქანელას,საწადელს,
მიმაჩვიე მომკალი,
მტვერში ვნახე შენი კვალი,
შერჩენოდა ბალახებს,
მტვერი ვნახე მიწებად და
შენი კვალი ვეღარ.

შენ ამბობდი,წახვალ და
დიდ პოეტად დარჩები.
შენს ქათქათა კალთაზე
იწვა ჩრდილთან ზოლი.
შროშანებით,ხელებით,
გადავტოპავ ცხოვრებას,
იქნებ შენთან მოვიდე,
იქნებ აღარ მოთოვოს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები