ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2022


გ -ს

რა მოგივიდა მეგობარო,
ძმაო და სულო,
რა სევდის ჩრჩილი შეჩვევია
შენს გულს, მზეკაბანს?
გახსოვს, ავდარს რომ ვაფიცხებდით,
ვწვრთნიდით ავსულებს?
შეგვეძლო ერთად
მთელ დღეს ფიქრის ჭალა გვეკაფა.
ვიწვერებოდით საკუთარი
დილის მზეებად,
გადავდიოდით  მზიდან- ხმაში,
ხმიდან -სიტყვამდე
შენ შეგძლებოდეს იმ ავსულებს ისევ შეება,
მე -ბოლო ცაზე  რომ აგიყვანდე.
რა მოგივიდა მეგობარო,
რა მოგივიდა?
მსურს აგიყვავდეს გულში ია,
სულში-ბეღურა,
მე სულს დაგიწერ ხატებად და მელოდიებად
თუნდაც გაკვრით და ბატიფეხურად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები