ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
20 იანვარი, 2022


,,ყვავილები არ დაყარონ,,


თბილი შემოდგომის  საღამოს ქალაქის სკვერში სკამზე ვიჯექი და ერთერთი რაიონიდან ჩემთან შესახვედრად ჩამოსულ  უცნობ ქალბატონს ველოდებოდი.
რამდენიმე დღის წინ მისგან წერილი მივიღე.
ის მოკრძალებულად მთხოდვა შევხვედრას.
როდესაც ვიკითხე თუ რა მიზნით, მიპასუხა რომ თქვენი ნოველები წავიკითხე და ძალიან მინდა ერთი ამბავი გიამბოთო.
მივხვდი, ის რაც უნდა  მოეთხრო  სურდა რომ დამეწერა.
ზოგადად ყველა ადამიანის ისტორია საინტერესოა, მაგრამ რადგან ასე შორგზაზე გადაწყვიტა ჩამოსვლა, გასაგები იყო ერთი რამ - უარი არ უნდა მეთქვა.
მზერა სკვერში შემოსასვლელისკენ მეჭირა და ვცდილობდი ამ  ქალბატონის გამოცნობას.
სამარშრუტო გაჩერდა და იქიდან  საოცრად კოხტა ქალი ჩამოვიდა და
მიიხედ-მოიხედა.
  ის იყო. ხელი დავუქნიე.
შორიდანვე შევამჩნიე მისი კბილების სითეთრე და როგორც მომეჩვენა, სევდანარევი ღიმილი.
ჩემსკენ გამოემართა და რომ მომიახლიოვდა ფეხზე წამოვდექი.
- უი, არა, გთხოვთ, დაბრძანდით, მეც ჩამოვჯდები.
(აქვთ პროვინციელ ქალებს სხვაგვარი მოკრძალების და მორჩილების რაღაც ელემენტი.)
ძალიან ლამაზი იყო ანიკა.
მკრთალი სახისფერი, მოვარდისფრო  ტუჩები, სავსე მკერდი, წვრილი წელი, პროპორციული აღნაგობა და, რაც ყველაზე მეტად  თვალშისაცემი იყო,  საოცრად ნაღვლიანი ცისფერი თვალები.
ჩემი მზერის გამო თავი უხერხულად იგრძნო, რაც მოქმედებით გამოხატა - ჯერ თავი დახარა და მერე ჩემგან მიატრიალა.
სხვა რამ იფიქრა  მე კი, მხოლოდ მის შეცნობას ვცდილობდი.
  -მადლობელი ვარ თქვენი, ბატონო მალხაზ, იმისთვის რომ დრო დამითმეთ.
ძალიან კი მერიდებოდა, მაგრამ ვეღარ ვიტევ.
- ეგ არაფერი, ანიკა,
პირიქით, ძალიან მაინტერესებს შენი ამბავი.
- ბატონო მალხაზ,  ახალი წლის საჩუქარი ხართ თქვენ, ეს ვინ გიპოვეთ,  ღმერთო. თქვენი ნოველა  სასწაულია,  ყველა  ყველა სასწაულია.
- ანიკა, გისმენ
ანიკას პაუზა ჰქონდა.
ემზადებოდა. რაღაც ნამდვილად საინტერესოს მოლოდინში გახლდით.
- დიახ... ბატონო მალხაზ,  წინასწარ  ბოდიშს გიხდით,  ჩემი ამბავი თუ  უსიამოვნო იქნება  თქვენთვის.
-გისმენ, ანიკა.
-კანჩალოვსკის  ,,ძია ვანია,,
ნანახი გაქვთ?
როგორ არ გექნებათ,
,,ძია ვანია,, ჩემი საყვარელი ფილმია.
  როცა ეს ფილმი ვნახე მეც ჩემზე ოცდაათი წლით დიდი  კაცი მიყვარდა  და ისე ვიტირე ამ ფილმზე.
ჰო...
დიდი ხანი მიყვარდა ეს კაცი.
უცოლო გარდაიცვალა.
საოცარი ადამიანი იყო.
სკოლაში ისტორიას გვასწავლიდა.
ბევრ გოგოს უყვარდა.
- მან იცოდა?
ჩავეკითხე.
არ, მაგრამ კოლეგები რომ გავხდით და ერთ სკოლაში ვმუშაობდით  ხვდებოდა.
მალევე გავთხოვდი პირველად მაშინ  ჩავეხუტე, დავემშვიდობე და ისე წამოვედი,  უსიტყვოდ.
მერე, გვიან დედაჩემისთვის უთქვამს.  ანიკა საერთოდ  თუ გათხოვდებოდა არ მეგონაო.
რატომ შემიყვარდა იმასაც გეტყვით.
მამაჩემი გამუდმებით სვამდა და სულ უსიამოვნება გვქონდა ოჯახში  ამის გამო უკვე თვითმკვლელობაზე  ვფიქრობდი.
ფრიადოსანი გოგონა სამოსანი გავხდი.
ერთი  პერიოდი  მამამ სმას უმატა.
  დედას  ეჩხუბებოდა ეს ბალღები  ჩემი შვილები  არ არიანო.
რამდენჯერმე ხელითაც შეეხო.
დედა ცუდათ ხდებოდა და, რადგანაც  სახლში ტელეფონი არ გქონდა რომ სასწრაფო  გამომეძახა, მეზობელს ვაწუხებდი.
ერთხელაც  მეზობელმა  მიყვირა
- რა გული გააწყალეთ! აგერ ტელეფონი და დარეკეო და გავიდა.
მე პატარა ვიყავი. დარეკვა არ ვიცოდი. ვიდექი დავცქეროდი ტელეფონს და სახლშიც ვერ მივდიოდი შიშით.
ერთ  დღეს სკოლაში ბავშვმა მომაძახა -დედაშენი  ბოზიაო.
პატარა ვიყავი, მაგრამ გაშეშებული მასწავლებელი მახსოვს.
როგორც გვიან მივხვდი ეს ამბავი მთელმა სკოლამ გაიგო.
ერთ დღეს  კლასში შემოვიდა ჩემი მასწავლებელი.
დიდი  კლასი გვქონდა აურზაურიანი, მაგრამ მის დანახვაზე ყველაზე ცელქი ბიჭებიც ისუსებოდნენ.
შემოვიდა მაღალი, ღირსეული, დადგა ჩემს გვედით. მე დაბალი თაგვივით მშიშარა.
დამადო მხარზე უზარმაზარი ტორი და მთელ კლასს გამოუცხადა: მე ანიკა მიყვარსო -  და გავიდა.
  მე ზუსტად ვიცი რას ნიშნავს პლატონური სიყვარული.
ბოლო დროს ცუდ ნიშნებს ვიღებდი.  ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა  გაკვეთილზე გვითხრა რომ არ სცემს პატივს ადამიანს, რომელსაც სამჯერ მაინც ნახავს ნასვამს.
მაშინ ვიფიქრე რომ ასეთი მამა მინდოდა, როგორიც ეს კაცი იყო, ასეთი ძმა, მომავალში ასეთი ქმარი.
მე მაინც ვერ ვადანაშაულებდი ვერც მამას და ვერც დედაჩემს.  მათ სხვანაირად არ შეეძლოთ ალბათ.
ახლა ვხვდები რომ სახეზე მეწერა ჩემი  განცდები  და ეს მასწავლებელი  ეცადა შემოვებრუნებინე  რადგან აღარავის  ვეკონტაქტებოდი.  ერთხელ  კლასელები ყიჟინით აწყდებოდნენ ფანჯრებს.  გავიხედე
მეც და დავინახე მამაჩემი  ნასვამი. ყინულზე ფეხი უცურავდა, ეცემოდა დგებოდა და ეცემოდა.  ერთი კლასელი სიცილით მომიბრუნდა. ანიკა,  მამაშენია. ავიღე ჩანთა და გავედი სკოლიდან. მამაჩემს მხარში ამოვუდექი  და სახლში წავიყვანე.
ასეთ ამბებში დავამთავრე სკოლა, ჩავაბარე ინსტიტუტში და მეც ისტორიის მასწავლებლად დავუბრუნდი ჩემს სკოლას.
მოვწონდი ვიღაც ბიჭებს, მაგრამ ამ კაცის გვედრდით ყველა
სასაცილო ბავშვად მეჩვენებოდა.
  ეკლესიაში სიარული ისე დავიწყე რწმენა არ მქონდა. ვიყიდე  ცისკარი  და ერთი სახარება  წავიკითხე.  მეორე ნომერი ვიყიდე და  მეორე სახარება წავიკითხე.
ჯიხურში ვყიდულობდი.
ერთხელ გამყიდველმა დამიყვირა:
-გოგო, რა შემჭამე,  არ გამოსულა ჯერ ახალი ნომერიო-
თვალებიც დამიბრიალა.
ოთხივე წავიკითხე. მერე კატეხიზმოების კითხვა დავიწყე.
მაშინ  ყოველ დღე მიწევდა რუსთაველზე გავლა.
გაშლილი  ლოგინები.  ადამიანები სიცივეში იწვნენ.   
წამოდი  ვიშომშილოთ  მეგობრები  მეუბნებოდნენ თან  ხაჭაპურებს ილაგებდნენ ჩანთაში.
მე კი დღესაც არ ვიცი რატომ, მაგრამ  იქ მისვლის სურვილი არასოდეს გამჩენია.
დავბრუნდი სკოლაში მასწავლებლად და ამ კაცის  გვერდით  ისევ ისე უხერხულად გვრძნობდი თავს, როგორც. მოსწავლეობისას.
ენა მივარდებოდა.
ამ დროს უკვე  ხალხი.  ეკლესიისკენ იყო  მოტრიალებული.
  ერთხელ  სამასწავლებლოში მან გამოაცხადა  - მე იესოს  მოძღვრება არ მომწონს,
არ მჯერა მისიო.

ვერავინ შეეკამათა. ძალიან ჭკვიანი და  განათლებული  კაცი იყო და არავინ ეკამათებოდა.
მე კი იქვე გადმომცვივდა. ცრემლები.
მივედი სახლში  იესოს ხატის წინ მუხლებზე დავდექი და  იმდენი ვიტირე  სანამ ცხვირიდან. სისხლი არ წამსკდა.
ხვდებოდა რომ მიყვარდა
იმიტომ რომ, როცა დედა ცუდათ გაუხდა ჩემთან  მოვიდა, დერეფანში ვიდექი  მარტო. ჯერ ჩუმად იდგა.  მერე ისე მძიმედ ჩაილაპარაკა. იცი, ანიკა,  დედა მყავს  ცუდად, ექიმები  ამბობენ რომ....
და ვეღარაფერი თქვა. ფანჯარაში დაიწყო ცქერა.
მე კი მას ვუცქერდი და  ხმას ვერ ვიღებდი.
როგორ მძულდა მაშინ ჩემი თავი  ამ სიჩუმისთვის სიბეცისთვის რომ ერთი საჭირო სიტყვა ვერ ვიპოვე.
მალევე ნათესავის ქორწილში გამიყოლა ჩემმა ძმამ. სუფრაზე ვზივართ  და  ზურგიდან დიდი სინით ვიღაცამ ხორცის დიდი ნაჭრები  მომაყენა. ადამიანი არ დამინახავს. ორთქლიან. ხორც შევხედე და გამაჟრიალა ტანში.
ხორცს არ ვჭამ.

არ მინდა მეთქი.  მეორედ შემომთავაზა - უარი.
მესამედაც შემომთავაზა და ნაწყენი მივუბრუნდი. არ მინდა,  არ მინდა-მეთქი.
ეს იყო ჩემი მომავალი მეუღლე.
ვერაფერს გავხდი. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გამათხოვეს.
იმათ სახლში  არაფერი  იდგა, მაგრამ ყველა  საგნიდან,  საწოლიდან, ტახტიდან,  ვაზებიდან  ფული ცვიოდა.
ეს ფული იმ დღეს კი ვარგოდა  მაგრამ  მეორე დღეს აღარსად მიიღეს.
დაიწყო საშინელი გაჭირვება,  მაგრამ ამ გაჭირვებას არ ვჩიოდი. მთელს რაიონში სიავით განთქმულ ორ  ქალთან ერთად მიწევდა ცხოვრება.
ქმარი სვამდა  და დაჩოქილი დამდევდა ვიცი ცუდათ გექცევიან მაგრამ გეხვეწები  არსად თქვაო. პატარა ბავშვს აკვანში ვტოვებდი უთენია და თვალუწვდენელ  მთაზე  ავდიოდი თივის დასამზადებლად. დაღამებულში კი უზარმაზარი  ძუძუებით  ვბრუნდებოდი, რადგან მთელი დღე ბავშვს არ ეჭამა. შეშა  ზურგით მომქონდა ტყიდან. მე თვითონ. ვჭრიდი, რადგან დედას სიგიჟემდე უყვარდა ჩემი ქმარი და რომ გამეღვიძებინა შეიძლება ვეცემე კიდევაც. სიცივეში  უნდა ავმდგარიყავი.  კარებს შიგნიდან ვერც დავკეტავდი. ასე ჩავიცმევდი და ბნელში წყალზე წავიდოდი. წყალი შორს იყო. ყველა
მოვალეობას უყოყმანოდ ვასრულებდი, 
მაგრამ რომ დათვრებოდა ცემა არ ამცდებოდა.
-  ანიკა, რატომ  არ  წამოხვედი მისგან?
- წამოვედი.
ერთ დღეს დილაუთენია მამა
გაბრიელის საფლავზე დავწექი და დიდხანს ვქვითინებდი.
მერე  მონასტერში შემიყვანეს და იქ  გავჩერდი.
მაგრამ ბავშვი მენატრებოდა და უკან დავბრუნდი.
ყველაფერი თავიდან დაიწყო.
რომ არა ჩემი  პატარა თავს არ ვიცოცხლებდი.
ბატონო მალხაზ, იცით...
- გისმენ, ანიკა
ერთადერთი სურვილი მაქვს, მაგრამ ვიცი ამას არავინ შემისრულებს.
- რა სურვილია ასეთი?
-  რა მნიშვნელობა ექნება  ჩემთვის სიკვდილის შემდეგ სად დამფლავენ, მაგრამ მთავარია ჩემთვის  ძროხა არ დამიკლან და მიწაზე  ყვავილები არ დაყარონ.
ეს  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, ამას გააკეთებენ და  ეს არ  უნდა მოხდეს.
იქნებ მასწავლოთ როგორ მოვიქცე.
  ვერაფერს ვამბობდი.
ან რა უნდა  მეთქვა?
ჩემს წინ  ტანჯული ანგელოზი იჯდა.
ანგელოზს მე  როგორ დავეხმარებოდი?
  - იქნებ რამე მოვიფქრო, ანიკა -
წავილუღლუღე.
-  არა, თქვენ მხოლოდ ეს დაწერეთ.
- ჰო, მაგრამ ფინალი არ მაქვს.
- მოიფიქრეთ, თქვენ ეს გეხერხებათ.
ეს  თქვა, წამოდგა ლოყაზე საოცრად ფაქიზად  მეამბორა და იქაურობას გაეცალა.
ეს  ამბავი  კი  ასე  დასრულდა:
მაშინ 2014 წელი  გახლდათ.
შარშან გავიგე რომ  ანიკა,  იგივე დედაო ანა, მონასტერში მიესვენა.
იქვე დაკრძალეს.
არც ძროხა დაკლულა და ანდერძის მიხედვით მიწაზე არც  ყვავილები დაუყრიათ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები