ბუნებრივი წყაროები (რესურსები) და საერთოდ ბუნება ყველა ადამიანის კუთვნილებაა, უკლებლივ ყველასი. უკანონობაა, როცა მხოლოდ მილიარდელები ისაკუთრებენ იმას, რაც ღმერთმა მილიარდობით ადამიანს მიაკუთვნა. დღითიდღე იზრდება დამაყრუებელი საუბარი თავისუფლებაზე (დემოკრატიაზე), თუმცა დღითიდღევე მატულობს ერთეულთა გამდიდრების მაგალითები უთვალავთა გაღარიბების საფუძველზე - შეუძლებელია, ვინმეს ერთი თეთრიც მოემატოს, თუ სხვას არ მოაკლდა ზუსტად ის ერთი თეთრი - რა სიშავეა, არა?!
აწმყოც მეტყველებს და წარსულიც, რომ ფუფუნებისმოყვარულები ამ უწონასწორობას ნამდვილად არ გამოასწორებენ, - ეს ისევ სამართლიანმა ხალხმა უნდა მოითხოვოს:
მსოფლიოში, - რამაც ახლა თავში გამიელვა, - სამართლიანი იქნება, ჩამოერთვათ კერძო მფლობელებს ყველა კუნძული და ისინი დაუბრუნდეს ხალხს, ან ამ ,,რჩეულ" კუნძულოსნებს დაევალდებულოთ მათი კუნძულების განკარგვა ერთიანად - ხალხის საკეთილდღეოდ;
საქართველოში, - ვისურვებდი, ყველა სოციალურად დაუცველს შესძლებოდა ზამთრისა და ზაფხულის აგარაკებით (კურორტებით) სარგებლობა და სამთავრობო უწყებებს აღერიცხათ ამ სარგებლობის მიმდინარეობა.
დიახ, წყალიც და მიწაც, ზღვაც და მთაც, ყოველი სანახაობა და მთლიანად ბუნება - ყველას ეკუთვნის, უკლებლივ ყველას; კუნძულოსნებით დაწყებული, - ყველამ უნდა გაითავისოს ის შინაგანი გარემოება, რომ დედამიწა ყველასია, უკლებლივ ყველასი.
ვინც მიისწრაფვის წონასწორობისკენ, ის ეყრდნობა მარადისობას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|