ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2022


თავისუფლების გათავისუფლება

ატომური იარაღის მფლობელები თავს ერთმანეთის საფრთხით იმართლებენ: ჩვენ რომ ეს იარაღი გავანადგუროთ, ისინი - ჩვენ გაგვანადგურებენ, ვინც დაიტოვებსო. ესენი კოსმოსის დასაკუთრებასაც კი ცდილობენ და თითქოს ეს საკითხი ვერ გადაუწყვეტიათ, არადა გამოსავალი ძალიან ადვილია: პირველად იმან გაანადგუროს, ვინც პირველმა შექმნა, მეორედ იმან - ვინც მეორედ შექმნა და ა.შ.

არ არის ვალდებული კაცობრიობა, თქვენი მძევალი იყოს და გამუდმებით იმაზე ფიქრობდეს, ვინმეს დაუდევრობით არ გავნადგურდეთო. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება მეხი ჩამოვარდეს იქ, სადაც იარაღს ინახავთ. ღმერთმა დაგვიფაროს.

გაანადგურეთ გამანადგურებლები, გაათავისუფლეთ მსოფლიო მძევლობიდან, გაათავისუფლეთ თავისუფლება. კი ნუ მასწავლებლობთ თავისუფლებაზე, - თავისუფლება გაათავისუფლეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები