| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 15 მარტი, 2022 |
შემოაფლითეს ლურ ცას კალთები, დაეძებს ძაღლი პატრონს ნანგრევში. და სისხლით მთვრალი მამაძაღლები მხეცებს მოჰგვანან სისხლზე დაგეშილს! ჯერ გაზაფხულიც ვერ მოდის, რადგან, რა ესაქმებათ სისხლში ენძელებს... მზე დაემალა ღრუბლების ბადრაგს, ან იქნებ, ომის ნახვა ეძნელა... ლამის მტრედებიც იქცნენ მედდებად, გაფატრულია მიწა მუცლამდე. ომში ელდისგან უცებ ბერდები, მაინც არ უფრთხი სიკვდილს, უცაბედს... თავშესაფარში მყოფი ბავშვები ხატავენ მზეს და სახლებს, ომამდელს... მოვა მშვიდობაც, მოვა საშველიც, და მამაც ალბათ მალე მომაგნებს... კაცის სიმხეცეს არა აქვს ზღვარი, ბოროტების ქმნას არა აქვს უქმე! და ვისთის რეკავს ტაძარში ზარი, თუ კი სინდისი ყრუ არის უკვე... თოვლს ნაკვალევი ეტყობა სისხლის, ქალაქს სახლები სტკივა, დაბომბილს... ვინც ხმას არ იღებს, მკვლელია ისიც, ისინიც, მართალს ვინც არ ამბობენ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძალიან მომეწონა+5 ძალიან მომეწონა+5
2. ძალიან მომეწონა+5 ძალიან მომეწონა+5
1. ვინც ხმას არ იღებს, მკვლელია ისიც, ისინიც, მართალს ვინც არ ამბობენ...
! ვინც ხმას არ იღებს, მკვლელია ისიც, ისინიც, მართალს ვინც არ ამბობენ...
!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|