ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2022


ობიანი სახლი

ობიანი სახლი

დგახარ შენ ჩემს წინ,
ისე გისმენ როგორც ღმერთს
ჩემს წინ ნერვიულობ,
მუჭებს იკრავ,
ღილსაც იკრავ,
გულსაც იკრავ:

შენ მეუბნები,რომ იმ სახლიდან უნდა წავიდეთ,
უნდა წავიდეთ იმ სახლიდან სადაც ვათრევდი
მძიმე ჩემს სხეულს,ბედნიერებას.

დაიზეპირე.დაიზუთხე შენი ფანჯრები,
რომ ამ ფანჯრიდან ვეღარავინ ვერ დაეცემა,
რომ ამ ფანჯრიდან თავის სიზმრებს არავინ გათქვამს.
როცა უბრალოდ დაედება ქალაქს ნისლები,
შენ თვალს მოიფშვნეტ,

რომ ცრემლიანი დავდიოდი  ჩვენი ჩუსტებით,
სახლში კარები ავიკიდე მხოლოდ ვალებად,
როცა ვერ ვწერდი,
რამე ხომ უნდა ჩამომეღო.
როცა ვერ ვწერდი.
მაგრამ სანაცვლოდ მომივიდა დიდი მოკითხვა,
სიკვდილი უფრო იაფია,ვიდრე კარები!

2

სად იყო ხალხი?!
ლიანდაგებზე თითს ვილოკავდი,
იქვე ვაყრიდი ნეკა მარილს,მარილს ქალაქის,
რომ არაფერი დამკლებოდა ასეთ ქალაქში.

სადაც ვნიზლაობ,ვიხვეწები, ას გრამ სიკეთეს,
მერე მაძლევენ.გადავმალავ მეც იმ შავ ქისას,
ჩვენ უსათუოდ დავიძინებთ სხვების ლოცვებში,
სულ სხვა სიზმრებით უსათუოდ გამოვიღვიძებთ.

_________

რომ  ჩვენც უეცრად გავცივდებით, ამდენი მინდვრის
ამდენი მტვერის,იმედების და ასფალტების
ნაგემ-ნაჭამი,რომ ხელის გულზე
ხაზებს ვიგრძელებთ სოხუმისკენ, ხაზებს უკლებლივ-
როგორც ნისლები შეგვმოსავენ იმ დიდ ომებში,
იმ დიდ ომებში ქარის ქროლვას გამოვედევნეთ-
ფეხშიშველები რომ მივრბოდით ლიმნის ბაღებში,
უკან გვრჩებოდა ის ბავშვობა,-ნახევარი ხე,
უკან გვრჩებოდა სიყვარული,ძაღლის ლოკვები,
და გადაბმული სტუმრობები და ყვავილები.
უკან გვრჩებოდა იმედები,დედის თვალები
დედის თვალები ამოკეტილ,ობიან სახლში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები