ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2022


ჩვენებს

ჩვენებს

გადაშლილ ხეივნებს აყურებ,
ტყემლის ბაღებს და მუხუც სკამებს,
იკავებ ხელჯოხს,მაყუჩებს
ცხოვრებას ნელა ხრავენ.

ზღვები ვაშრეთ და სახლი დავწვით,-
(ნაცარქექიაც მოვატყუეთ)
ნეტავ რაღაცა გამოგვსლოდა
ნეტავ ვყვარებოდით ვინმეს.

ყველა ის ზღაპარი გახსენდება,
ბოლოს რომ სრულდება უებრად,
თორემ რა იყო უებარი?
თორემ რა იყო მარჩენალი?

დედაჩემს სძინავს ზღვების იქით,
ჩემი ფქვილია მისი ცრემლი,
ჩემი ქატოა მისი ცრემლი,
მთელი ცხოვრება დანაზოგი,
ცხოვრებას გული ამოვუგდეთ.

ერთ ღერ ღილს მოწყვეტ პერანგიდან,
ერთ ღერ გვირილას გადაყვები,
ჩვენი ხორცია მერანივით,
ჩვენი სულია გადამფრენი.

ჩემი გულია შენ რაც დაგაქვს,
შენი ქალაქი,-გადმომყურე
ჯაჭვის ხიდი და მზის ამოსვლა,
ჭაჭვის ხიდი და თავის მოკვლა.
შენი წვიმები თავმომწონე,
მაშრობენ,მსახლობენ,მმასპინძლობენ,
ზოგჯერ მიმჟავდება მაწონივით,
ზოგჯერ მემსხვრევა ასპინძაც.

მოივლი,მოივლი ათას მხარეს,
ათას ხეს დარგავ,ითევზავებ,
მაგრამ დარჩება დანამარხიც
მაგრამ დარჩება ნამზეური.

გაიშლი,გაიშლი ოქროს ნაწნავს,
მზე კი უეცრად დაბნელება,
იქნება ღვთის ხელი ნარგავი და
ყველა დავარცხნა ნარგავი.

ჩემი კიბეა სანთლის ბოლო,
ტაძრამდე მისვლა დედაჩემი,
ჩემი ცრემლია დედაჩემი
სახლამდე რომ გაყვა მამაჩემს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები