ნაწარმოებები



ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2009


დასიზმრებულიც რომ იყოს...

დასიზმრებულიც რომ იყოს
ეს უნაზესი ხედები,
გულო დაცხრი და დაოკდი,
რა ღობე - ყორეს ედები,
გმადლობ უფალო! ამ ცის ქვეშ
შენი წყალობით ვბერდები...

***             
არ ინაღვლოღა მინდია,
“წუთისოფელი ბინდია”,
სამყარო, გულზე პატარა,
მაგრამ ცა-რგვალზე დიდია.
სიცოცხლე სიკვდილისაკენ
შემაერთები ხიდია.
აქ თუ დროება გველმრუდობს,
მაღლა, უფალი დიდია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები