ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2022


***

დედაჩემო

გახსოვს?!სურამი და ცივი ყავა,
ცივი ყავა და კედლები,-
ახალგაზრდობის ყავარჯენი,-
გულზე დაკიდული მედლები,
ჩამონათვალია უამრავი,
(ჩემს გარდა უამრავს ვინღა ჩივის)
ომში დამწვარი მამაშენი,
კვამლში გახვეული აფხაზეთი
ცრემლით დამწვარი დედაშენი
ცრემლით მზეები რომ  უთიბია.

გახსოვს ხუჭუჭავ ოცნებები,
ცრემლი იქცევა ჭის წყაროდ
მე კი ვერ ვიტან სხვის ოცნებებს,
ზოგჯერ ნატანჯი ვეზიდები.

ათასი ჭკუით დანარიგი,
ათასი ფარდა დანახური,
ათასი საძილე ტომარა.
ყველა გადაყრილი, უვარგისი,
იმედი,ჩვევა დაპირება,
ყველა გადაყრილი სიყვარული,
ფანჯრის ჩამსხვრევა უცნაურად,
გზაში გადაღვრილი რძის ერბო და
გზიდან გაქცეული მგზავრი.

ავიღეთ,გულზე დავიკიდეთ,
გული გადიდდა ,გაიზარდა,
ჩვენ რად გვინდოდა სხვა მედლები,
ჩვენ რას გვარგებდა სხვა ცხოვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები