ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2022


თოვლის უკანასკნელი სიმღერა

მიწის ხელებზე დამსკდარი კანი
და წეროების თეთრი გუნდები.
ტყეებს ჩეხავენ, კაფავენ ყანებს.
შენ კი, სადა ხარ ამდენი ხანი?
შენ არასოდეს არ დაბრუნდები!

თუ შეწუხდება კაცის გული, სხვის გულსაც ავნებს!
მაგრამ იქ, სადაც მარტო არის მწყემსი- მეცხვარე,
ან ნავსადგურში მძინარე ნავებს,
თბილი ტალღები სადაც რეცხავენ,
იქ წამიყვანე, შავო მერცხალო!
კლდეებს ამტვრევენ,
ზღვებს აშრობენ და მიწებს ხნავენ.

მე კი, იქ მინდა, სადაც კორდზე სამი ცაცხვია,
სადაც ძაღლები მიდიან და სულსაც ღაფავენ.
ძველი ქარები დაქრიან და სულებს კაფავენ.
სადაც ღვიაა, სადაც ქარცხვია,
შენ კი, სხვაგან ხარ... შენთან საფლავებს
თბილი თითებით თმას უვარცხნიან.

იმ ქვეყანაში წიწვის სუნი იყოს მხოლოდ და
ავაყვავებდი გაზაფხულზე დანალექ ქვიშნარს,
რომ არასოდეს შეგეშინდეს, რომ ასე შიშმა
აღარ შეგიპყროს, მიეცემი როცა მოლოდინს,
ყოველთვის სახლში დაბრუნებას რომელიც ნიშნავს-
იმ ქვეყანაში უნდა გყოლოდი!

მიწის ხელებზე დამსკდარა კანი
და გაფრენილან თეთრი გუნდები,
ტყეებს ჩეხავენ, კაფავენ ყანებს,
შენ კი , სადა ხარ ამდენი ხანი?!
შენ არასოდეს არ დაბრუნდები.

მზეო , ეს ცეცხლის ურდოები, სპანნი დაჰხეო
და როგორც ერთგულ მეციხოვნეს, ციხეზე აჭვის,
გემის ღუზებზე დაჟანგებულ ვეება ჯაჭვებს,
გემის ჩარდახზე ჩამოგლეჯილს, აფრებს გახეულს,
ღმერთი მომიტანს ხელის გულზე -აი , ნახეო!
და თვალთუნახავ განთიადებს ხელიდან მაჭმევს.

მზეო, ეს ცეცხლის ურდოები, სპანნი დაჰხეო,
რომ ბუხრის კვამლში დაგიბერდეს პატარა კერა.
სახლის წინ იყოს უსახელო, ლამაზი სკვერი,
მელნით დასვრილი გქონდეს სახელო
და ეს სახელო იყოს სამხილი
იმის, რომ თოვლზე გიყვარდა წერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები