გრიგოლ ორბელიანი მასშტაბური და ერთგვარად წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. ასეთია მისი ლექსებიც. რამდენიმე ძალიან კარგი ლექსი აქვს. მისი ურთიერთობაც საკუთარ დისშვილთან წინააღმდეგობრივი იყო. მე, პირადად, ვერ წარმომიდგენია ასეთი ფინანსური შესაძლებლობების და გავლენების მქონე ადამიანმა, რომელსაც საკუთარი მემკვიდრეც კი არ ჰყავდა, როგორ გასწირა დისშვილი და განჯაში მათხოვრული ხელფასით აცხოვრა, როდესაც შეეძლო მისთვის ყოველთვიური საარსებო თანხის დაწესება, რაც მის შემოსავალს არაფერს დააკლებდა. ვთქვათ, ეს არ იკადრა და არ აკადრა ბარათაშვილს, მაგრამ იმავე ხელფასით, რომელიც ნიკოლოზს განჯაში ჰქონდა, ნაცნობ-მეგობრებთან სადმე, უფრო ახლოს, მოხელედ გამწესება მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. არც ავადმყოფს უწამლა და არც მაშინ დაეწვა გული, როცა ბარათაშვილი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. ნუთუ საქართველოში მისი პატივით დაკრძალვა არ იყო ბიძის მოვალეობა? არ მესმის. ხანდახან ვფიქრობ, რომ თავისებურად უყვარდა ბარათაშვილი, მაგრამ როგორც რიხიან მეომარს /„ხარაბუზა ღენერალს“/რცხვენოდა სუსტი და მანკიერი დისშვილის გამო. რას გაიგებ? აი, ნიკოლოზ ბარათაშვილს კი ძალიან უყვარდა ბიძა, ამაყობდა მისით. ბაძავდა კიდეც. მოქმედ ჯარშიც სურდა მსახურება, მაგრამ კოჭლობის გამო დაიწუნეს. საინტერესოა ბარათაშვილის ორბელიანისადმი მიწერილი, ერთი შეხედვით, ირონიული/ შეიძლება ითქვას სარკასტული/ წერილები, რომლებშიც ერთ თემად საკუთარ თავს ბიძის მემკვიდრეთაც მიანიშნებს, სინამდვილეში კი იგი თავის მწარე ხვედრზე წერს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ლექსების წერაც ბიძის მიბაძვით დაიწყო და ამ საქმიანობაში ბიძაზე ბევრად ნიჭიერი აღმოჩნდა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, გრიგოლ ორბელიანის „წყალობით“ გვყავს დიდი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი. და თუ გრიგოლ ორბელიანისთვის, დისშვილისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, საყვედური გვეთქმის, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური შთაგონებისთვის სამადლობლის თქმაც არ დაგვავიწყდეს.
მზია თვალაბეიშვილი 25.05. 2022
განთავსდა 2022 წლის ნოემბრის თვის თავფურცელზე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გმადლობთ, ანა-ბანა, კეთილი სიტყვებისთვის.
გმადლობთ, ანა-ბანა, კეთილი სიტყვებისთვის.
4. მართლაც. თქვენ კი ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ტექსტისთვის.
მართლაც. თქვენ კი ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ტექსტისთვის.
3. დიახ, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ სათუთად შენახულ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერ ლექსებს გაეცნო ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში, ეკატერინესთან სტუმრობისას, და ყველა ღონე იხმარა, რათა პოეტის გარდაცვალების შემდეგ მაინც დაბეჭდილიყო მისი ლექსები.
დიახ, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ სათუთად შენახულ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერ ლექსებს გაეცნო ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში, ეკატერინესთან სტუმრობისას, და ყველა ღონე იხმარა, რათა პოეტის გარდაცვალების შემდეგ მაინც დაბეჭდილიყო მისი ლექსები.
2. ყოველთვის '"მღრღნიდა" გრიგოლ ორბელიანის ცივი მიდგომა ტატო ბარათაშვილისადმი. კარგია,რომ თქვით.ვის და პოეტს ,ვერ უნდა ეცნო,დიდი პოეტი?თუნდაც,დისშვილი არ იყოს? ჭავჭავაძეების სალონს არ სტუმრობდა ყველა მოაზროვნე,მაშინ? რომ არა,ეკატერინე,ხომ დაიკარგებოდა ასეთი პოეზია. ეტყობა,მეტწილად პოეტები თავისი პოეზიით უფრო არიან გატაცებულები,მეტწილად. ყოველთვის `"მღრღნიდა" გრიგოლ ორბელიანის ცივი მიდგომა ტატო ბარათაშვილისადმი. კარგია,რომ თქვით.ვის და პოეტს ,ვერ უნდა ეცნო,დიდი პოეტი?თუნდაც,დისშვილი არ იყოს? ჭავჭავაძეების სალონს არ სტუმრობდა ყველა მოაზროვნე,მაშინ? რომ არა,ეკატერინე,ხომ დაიკარგებოდა ასეთი პოეზია. ეტყობა,მეტწილად პოეტები თავისი პოეზიით უფრო არიან გატაცებულები,მეტწილად.
1. ძალიან საინტერესოა და ძალიან მცირე მოცულობისაა, ავტორი ფრიად განათლებული, ზოგადი ცოდნის მაღალი ხარისხის აზროვნების, ინტელექტუალი პიროვნებაა და ამიტომ კარგი იქნება მეტი მოცულობის კრიტიკა- პუბლისციტიკა მოგვაწოდოს. ძალიან საინტერესოა და ძალიან მცირე მოცულობისაა, ავტორი ფრიად განათლებული, ზოგადი ცოდნის მაღალი ხარისხის აზროვნების, ინტელექტუალი პიროვნებაა და ამიტომ კარგი იქნება მეტი მოცულობის კრიტიკა- პუბლისციტიკა მოგვაწოდოს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|