ეს, შენ ასწავლე ულამაზესი ფრაქტალების ქსოვა ობობას. გლიცინიებსაც შენგანა აქვთ ცაში ატყორცნის დახვეწილობა. მგალობელ ჩიტსაც ხომ ჩაუდგი ყელში ორკესტრი. ტყვიის და ჭურვის დაცემის ხმას როგორღა იტანს, ნეტავ, შენი ნატიფი სმენა? ან, როგორ უძლებ გადამწვარ ქალაქს? რატომ მიეცი სიკვდილის მთესველს მუჭი თესვისთვის და სტომაქი, აღუვსებელი?