ნუ გაჩერდები აგურების დაფშვნილ გორასთან, დროს კარგავ დგომით. გადაჩიჩქნე და გადაკრიფე ყველა ნატეხი, იქნებ ჯერ კიდევ სუნთქავენ დაბლა. როდის წამოვა ღრუბლებიდან დანაპირები განგაში გამცნობს. მოასწრებ ნახო რა უჯდებათ თავისუფლება ბავშვივით ჯიუტ ადამიანებს. იმ აგურების ოკრო-ბოკრო ნარჩენებივით დაფხვნილ მომავალს, თვალებს უსწორებ და იქიდან გული ამოგდის, რომელმაც ასე გიქარბედა, გიავადმყოფა, შეგაბრუნა ყველა ნაღმისკენ, ყველა ნაღმის უკან მდგომისთვის რომ გაგეწია დახმარება იქ ყოფნით მაგრამ - ვერ მოასწარი. სამაგიეროდ დამარხულმა ბავშვებმა შეძლეს ერთმანეთთან დამეგობრება და მათ სანაცვლოდ ჩვენ ვაგრძელებთ უკვე სიცოცხლეს, რომელიც ჩაქრა.