ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2022


წამო!

წამო, გავაჭენოთ უბელო მერნები,
ფაფრები ავუწეწოთ შავტუხა,
მთის ვაჟებს ალივით ჩავუქროლოთ,
იმათი ღამეები დავტეხოთ
გრიგალს დავემგზავროთ, ქარაშოტებს,
ამოვდოთ ლაგამი და აღვირი,
მერე ერთხელ მაინც  დავაწყვილოთ
თბილი მზე, თბილისი და წაღვერი
მძინარე ნაკადული გავაღვიძოთ
მდინარე  გავაღვიძოთ მძინარე,
ფუძის ანგელოზი გავაღვიძოთ,
ჯვარი გადავწეროთ მინარეთს
წამო, მწვერვალისკენ  ავთქარუნდეთ,
ბუღი დავუყენოთ  გზა- ქარაფს,
სანამ ღრუბლებმა და რძე- ნისლებმა
სავალი ბილიკი გადაფარა
წამოდი, წამო და  გადავქარდეთ,
მთის გრიგალს ვებრძოლოთ, ვეომოთ
ან დამყოლ ქარამდე მოვარჯულოთ
ან ქარი გარდავსახოთ თეონად.
მერნებო, ჰაიდა! აჰაიდა!
დასერეთ, სერები და  გორები,
ვერც დამეწევით და ვერც გამისწრებთ,
ტყუილად მეჯიბრებით, ქორებო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები