სახლის სიზმრები დასაწყისი 1 ავაშენოთ დიდი სახლი, ხის სახლი სადმე კამკამა წყალთან იყოს ყველასთვის ახლო, იყოს ყველასთვის მისაღები,
ოღონდ დავარქვათ მას სახელი,სიზმრის ქვეყანა. ვისხდეთ ვუყუროთ,როგორ ყვება ყვავილი სიზმარს, რომ მას უთუოდ დააჭკნობენ,სხვებმა იხარონ, დილისპირულზე მიგდებულ და მივიწყებულ ძველ ბათინკებში, ამოვიკითხოთ ჩაძირული წერილები და სიხარული
რომც ჩვენ უეცრად მიგვაბერეს,რადგან გვიყვარდა. გავშალოთ მაგიდა,ხელის გული,თვალი შაქარი- და უნებლიედ გვავიწყდებოდეს როგორ მოვვწყვიტეთ, ღმერთის ტოტიდან ჩვენი ხელები.
რომ შენ უეცრად დაბერდები - წინდების ქსოვა, დაგრჩება მუდამ სანუკვარი,სულ სხვა ოცნება, და სადაც სადმე ბირკულებში ნახავადე ქსელებს, მთელი ცხოვრება რომ აბამდი,თხზავდი,მოთქვამდი,
რომ ეს ცხოვრება ეფუთია,ზურგზე მარილი, დიდი ხნის წინათ მოვიყარე,როცა ქალაქებს სხვები ტკეპავდნენ,ზღვრებს ამღვრევდნენ,კლავდნენ-ომობდნენ.
ყოველი გზები გავლილია,ყველა ცხედრები_ დამარხულია კაცთა მოდგმის მთელი სიმძაფრე, იმ თეთრ სახლში,თხელ ფარდებში- როცა პირს იბან.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|